Literature - მთავარი გვერდი
კვირა, 04.12.2016, 06:56 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

პაოლო იაშვილი

პირამიდებში

ელენე დარიანის დღიურიდან

იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
1916

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 4497 | დაამატა: archangel | თარიღი: 06.05.2009 | კომენტარი (3)

მოსე

ეგვიპტემ კალთა გადაგაფარა,
ამოგაბრძანა წყლიდან დუმილით.
და ფარაონის პირქუშ დარაბებს,
შემოაქსოვა ღმერთის სურვილი...

რწმენას გალავნად შემოიშენებ,
უდაბნოს სიცხეს მხრებით აზიდავ,
და გაუყვები გზას ფეხშიშველი
ცეცხლმოდებული მაყვლოვანიდან.

წმინდა ბაგიდან ისმის ოსანა,
ლოცვად უფალმა რომ შეიწირა
და მარჯვენაში, ვით გამოცანა
კვერთხი და გველი ერთად გიჭირავს.

კლდედ შეიკვრება ტალღის სიმკაცრე,
იღაღადებენ ფეხქვეშ ხნულები
და ფარაონის რისხვის წინაშე
აღსდგები დიდი სასწაულებით.

ღვთიურ მანანას მოელი ოდენ,
რწმენით მიიკვლევ ფერდობს ნისლიანს
და ბილიკებზე ტანჯვად რომ მოგდევს
შენი გვარტომის ცხელი სისხლია.

ყველა ნიშანი მკაცრად სრულდება,
ყოველ მაღლობზე უფლის ხელია
და წინ მიგიძღვის მტრედის გუნდებად,
რაც ცაში ლოცვად აღგივლენია.

ღმერთს ემსგავსები ასე თანდათან
და სახე, წვერით შემობურული,
სათნო გაქვს, როგორც პურის მანანა
და ჟღალი, როგორც მწყერ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1288 | დაამატა: nadirbegi | თარიღი: 02.05.2009 | კომენტარი (1)

--------------------------------------------------------------------------------

ნოე და ცისარტყელა

როცა უეცრად წამოიწვიმებს,
ჭექა-ქუხილის ხმა,რომ მომესმის,
პატარა წვეთშიც ვხედავ ტივტივებს,
ხის კიდობანი წმინდა ნოესი...

როცა მანძილი დაიტალღება,
ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით,
სივრცეს მწყემსივით კვალში დაჰყვება
ნოეს კიდობნის გამოძახილი...

საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს,
ნალიას,მარანს,ვენახს ლერწმიანს,
კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე,
ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..

რაც ბორცვებია და რაც მთებია,
რაც მწვერვალია ცისკენ წასული;
ცივ წყაროებად გადაქცევიათ
ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...

ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი,
ეფერებიან ვაზებს ასწლიანს,
და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი
ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...

ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ,
ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში,
რომ დაიღვაროს,როგორც მელანი
ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში

ფოთოლ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2056 | დაამატა: nadirbegi | თარიღი: 02.05.2009 | კომენტარი (0)

უფალმა ბრძანა, იქმენ ნათელი,
და მერე როცა ირგვლივ გაწვიმდა,
თითქოს ჩემს თვალწინ მოკლეს აბელი
და მე კაენის ვიქეც ნაწილად...

და როცა ღმერთი შემეხო თიხას,
გულის სიღრმეში გალღვა ყინული
და მე აბელის ნაწილიც ვიყავ
იესოს სისხლით გამოსყიდული...

საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა,
ცოდვით დაღლილს და გზებით დამტვერილს,
ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა,
ემს ღამეებშიც ენთო სანთელი...

ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს,
დაცემის მადლით თვალებ ახელილს,
შუბლით ვატარებ კაენის დამღას,
გულით ჭრილობა დამაქვს აბელის.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1220 | დაამატა: nadirbegi | თარიღი: 02.05.2009 | კომენტარი (0)

ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს,
ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია,
ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს
ხშირად წერტილიც მომნატრებია.

მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით,
სიპატარავით უფრო მანცვიფრებს,
ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი,
ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.

ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს!
იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს!
იფრინა როგორც ციცინათელამ,
ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.

უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა,
უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა,
ახლა უბრალო აზრიც მისხლტება,
ახლა პატარა სიოც მერევა.

რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები,
დაშვებულია, როგორც ნიჩბები,
მოჩვენებითი ბედნიერებით,
გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 913 | დაამატა: nadirbegi | თარიღი: 02.05.2009 | კომენტარი (2)

ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან,
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს,
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან
გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს...

მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 912 | დაამატა: nadirbegi | თარიღი: 02.05.2009 | კომენტარი (0)

ფიროსმანი

თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან,
ქართული ჩოხით...ძველი ხალათით...
ის დადიოდა, როგორც ლეგენდა,
ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი...

საით წავიდა არავინ იცის,
მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი,
მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი,
წელში მოხრილი ფიროსმანივით...

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1267 | დაამატა: nadirbegi | თარიღი: 02.05.2009 | კომენტარი (0)

ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც
მშვენიერ ანაბელ ლის; _
რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ
და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.

ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,
როცა სამეფოში ზღვის
სიყვარულით, სიყვარულზე მეტით
გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _
ვით ფრთები ცაში სერაფიმების
იყო სიყვარული ის

შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები
სული გაუთოშა ანაბელ ლის
ნათესავებმა კეტილშობილთა
მაშინ წამგავრეს ის

და გამოკეტეს ძველ აკლდამაში
სამეფოში, ნაპირად ზღვის.
ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;
ჩემი და ანაბელ ლის
სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის
სამეფოში, ნაპირად ზღვის)
ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები
ბოლო მოუღო ანაბელ ლის

და სიყვარულით ასე ძლიერით
ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?
ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?
ო, არც ანგელოზთ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1597 | დაამატა: Poetry | თარიღი: 25.04.2009 | კომენტარი (0)

«გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი»,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.

ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე,
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!

ის ბაზიერი გიყვარდეს,
გაჭმევდეს აღჯანაბადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1112 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (0)

იორზე, ვენახში, დიდი ჭერამი გვედგა,___შებუთქვილი, დახუნძლული.

თუ თავდაპირველად იგი ჩემი საყვარელი ხე იყო, მერე იგი მხოლოდ სევდას იწვევდა ჩემში, თან რაღაც ზიზღსაც კი.მერე ისე გაიარა ჩემმა ბავშვობამ, ზედ ერთხელაც აღარ ავსულვარ, აღარც მისი ტოტი დამირხევია. თითქოს უმძრახად ვიყავ ამ ხესთან, გვერდით გავუვლიდი, ზედაც არ შევხედავდი. მერე დაბერდა, გახმა, წაიქცა, არცა მწყენია, თითქოს კიდევაც გამეხარდა.

გულში მფიფქავდა ერთი მოგონება, თორემ უმიზეზოდ რად შევიძულებდი ნაადრევი ხილით გამხარებელ ხეს?

მაშინ კახეთის რკინიგზა გაჰყავდათ. გზა ჩვენს ივრის ვენახებზე გადიოდა. მალე დაიწყო ჯოჯოხეთური მუშაობა. მექანიზმები მაშინ არ ჰქონდათ და ხელით ებრძოდნენ სალიანდაგო სათხრელ მიწას. დიდძალი მუშა ტრიალებდა__ქართველები, სომხები, რუსობაც ბევრი იყო. ადგილი დახაშმული, ჰაერი__ბოტორო. ივრის მწვანე ჭაობნარი, ჭყანტობები, ჭანჭრობები, ლიები საწყალ მუშებს უხვად ასაჩუქრებდნენ ციებ-ცხელებით, სიცხე სუნთქვას აგუბებდა, სახეს სწვავდა თონის ალმურივით. მუშას სასმელი წყალიც კი არ ჰქონდა, მღვრიე ივრი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 1335 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (3)

1 2 3 ... 9 10 »
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0