პარასკევი, 29.03.2024, 01:37 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » პოეზია
რისად არ მომხედავ? თვალგანაწამები
მინდვრად გელოდება ლელი მკრთომარეო,
გულო, გულსა შინა ცრემლთა მაწვიმებო,
სულო, სულსა შინა სევდის მთოვარეო...
არწივნი ყივიან, ხმობენ არწივებსა
და ჩურჩულებს ნამი ლელზე ანანთები...
ირგვლივ მზის ნათელი დასდგომია მთებსა,
ცაში გაფრენილან ნისლიანი მთები...
მზეი შენით მზეობს,
მზედ ენთები, ზეობ,
გვირგვინს ირქმევ მზისებრ...
ჩემი გულის ძახილს,
ო,ღაღადისს ჩემსას,
შენ... არსაით ისმენ?
მოეახლოს ლელსა გვირგვინდიდებული,
სხივთა მთოვარეო...
არ შეკრთება მაშინ, არ დაჭკნება იგი,
მიუწვდომარეო!
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1841 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

ასპინძას მიდის მეფე ერეკლე,
თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი...
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს...
უკან დატივეს ძველი აწყური –
ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი...
ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო,
არავინაა შენი მომრევი!
მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას,
მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე...
სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო,
ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი;
შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო,
ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!..
გადაიარეს ბებერ ხერთვისთან,
საათაბაგოს მტვერი აშალეს.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3749 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (15)

ციცინო დადიან-ერისთავის ხსოვნას

ხატთან ანთია სანთელი ორი,
ორივ პაწია და თანასწორი,
სულის მეოხად შენი ერთასი...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
წმინდა სამთავროს...
ალვის სადარო,
დახრილი წამით,
მოყრილი მუხლით ხატის წინ შვენი...
შენ ამბობ:
- იყავნ ნებაი შენი!
მე ვამბობ:
- ამინ!
და... შემოხეთქა ქარმა კარები,
მიმოგირხია ვერცხლის კავები...
ჩაქრა სანთელი, შემოუბერა
და თან წარიღო „მოვედ სუფევა“...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
ტაძრად სამთავროს...
შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო?

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1964 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები...
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები,
პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,
ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელი
და საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი.
უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული.
ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული.
ქურაში ცეცხლის ენები - წითელი აბრეშუმები,
კედლებზე ახალთ-ახალი, თხუტმეტწყრთიანი შუბები,
უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა,
დასახარჯავი ხანჯლები და პერანგები ნაბდისა!
იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები...
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.
პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,
ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1873 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

პაპა სიკვდილამდე ლექსებს წერდა,
ახალგაზრდობას ეტრფოდა.

მე კაცის შვილი მაშინ ვიყავი,
მაშინ ვიყავი ადამის ძე მე,
როცა ვარდისფერ აღდგომა ღამით
აჩირაღდნებულ ტაძარში შეველ.

შეველ, პირჯვარი გადავისახე,
ხელნი აღვაპყარ და დავიძახე:

- "ღმერთო, მიცოცხლე ჩემი დედ-მამა,
კარგად მიმყოფე ყველა ჩემები!" -
და ღვთისმშობელის შემოხედვამა
დამაფრქვევინა ცხელი ცრემლები.

მე მაშინ ვიყავ, თორემ ახლა რა,
როცა ცხოვრების მადგას უღელი.
მე მაშინ ვიყავ ბავშვი პატარა,
გაუფურჩქნელი და გაურყვნელი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1563 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

1.

სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები.
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი -
უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:
მწვანე სუროს ფოთოლი... კურკანტელას მარცვალი...
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი "მრავალჟამიერ" აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივიYთ სიცილად.
სულაც არ გამიგია, რა მახარებს, რას ველი...
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3320 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (4)

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე - სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.
რა დაგიშავე, მითხარი ბარე,,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.
მე სიყვარული ამიტანც უცებ,
დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ, თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.
ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.
ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.
შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები;
მე ვნებიანი და ნამთვრალევი,
გეტყვი - აროდეს არ შემძულდები!
ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1930 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (1)

შენი ბადალი იშვიათად დაიბადება,
შენ შთამაგონე პოეზია - ლექსის უნარი,
დავალ, დამყვება გაბადრული შენი ხატება,
ეს - საქართველოს ლაჟვარდივით გაუხუნარი.

შენი სტრიქონი, სააკაძის ხმალივით ბასრი,
წელთა ქროლაში არასოდეს დაიჟანგება,
საუკუნეებს გააღვიძებს მარადი აზრი,
გადაქცეული პოეზიის უკვდავ ჰანგებად.

რამ დამავიწყოს ზეციური ჩანგის ჟღერანი,
ასე მძლავრად რომ შეარხია გული ქართველის,
რამ დამავიწყოს დიდებული შენი "მერანი",
ქართული ლექსის უკვდავების გამომხატველი.

გადმოგიყვანეთ დიდუბიდან გადმოგასვენეთ,
მთაწმინდის მიწას მივაბარეთ ნეშტი მარადი.
თავზე გევლებით, სიხარულის ცრემლი გასველებს,
ბარათაშვილო, საყვარელო კუბოს კარამდის.

ბრწყინავს ფირუზი, მარგალიტი, ლალი, ალმასი,
შემოდგომური, ქარვისფერი სცვივა ფურცლები
და სდგას ქართული პოეზიის წმინდა პარნასი, -
შენი მთაწმინდა - სამყოფელი ქართულ მუზების.

ბევრი ავიდა ამ მწვერვალზე, ბევრის დაღალა
გზების სიძნელემ, შე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2105 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ.
დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.
და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,
ღამე გასათევი შემოხვდათ ადგილი.
თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები
და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:
ირმების,
ჯიხვების,
არჩვების,
დათვების -
სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.
და რა წამს მთვარემ ტყეზე გადაიარა,
სასმური ასწია ლევან დადიანმა:
- კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,
გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!
- კურთხეულ იყოს, - აღმოხდათ თავადებს, -
ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს!
და უცებ ქუხილმა ტყეზე გადაიარა:
- ვინ მოჰკლა,
ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,
ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?
- მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა.
ღამეში თვალების გადაბრიალებით
ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.
ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა
(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):
- ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2215 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

ილიასადმი

საგურამოში ხე არის ერთი,
ხე - რხეული და რტოებხნიერი,
აქ ისვენებდა მუზების ღმერთი
და შუბლმაღალი ოლიმპიელი.

მოსტაცა დიდი სინათლე დღეს და
პრომეთეს ცეცხლი მისცა უკუნეთს,
აქ იჯდა იგი, ამ კაკლისხესთან,
მხრებგანიერი, ვით საუკუნე.

როგორც ქართველი პოეტის შუბლი,
იმზირებოდა რტოებში მთვარე,
ზეცას არ აჩნდა იოტიც ღრუბლის
და ვარსკვლავები იფშვნეტდნენ თვალებს.

შარიშურობდა კაკლის ხის ტოტი,
ნანას უმღერდა წალკოტს ჩრდილიანს:
- ეჰ, აყვავდები, სამშობლოვ, როდის?! -
მთვარესთან ღამით უთქვამს ილიას.

უყვარდა სიბრძნე და სილამაზე,
ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით,
აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე,
დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი.

დაიხრებოდა, კაკლის ტოტებიც
ჩუმი შრიალით დაიხრებოდნენ.
წამოდგებოდა, თავგამოდებით
კაკლის ტოტებიც აიშლებოდნენ.

აქ უწერია ოქროსხელიანს
თავის მამულის სასახელოდა,
კაკლის ტოტები ახლაც მღერიან,
რასაც პოეტის ყელ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1792 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 ... 8 9 »
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0