გალაკტიონ ტაბიძე - გადმოფრენას ეს ყორანი - 3 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:52 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - გადმოფრენას ეს ყორანი
გალაკტიონ ტაბიძე - გადმოფრენას ეს ყორანი
17:33
გადმოფრენას ეს ყორანი

მადათოვზე აპირებს,

გაანათებს რესტორანი

ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

ასე რეკავს საზანდარი -

უქმი, შემაქცევარი,

რომ ისმოდეს საიათნოვას

დაჟანგული ჰანგები,

მიეთოვოს, მოეთოვოს

კედლებს ფარშავანგები.

სული სტირის და როს ნანას,

კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,

დაანებე ფიროსმანას

სევდიანი ტვირთები,

რომ წავიდეს ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

რომ რეკავდეს საზანდარი

უქმი, შემაქცევარი.

ოცნებაო, ჩემო ძველო,

ვართ ღამეთა მთეველი,

კიდევ ბევრი სადღეგრძელო

დაგვრჩა დაულეველი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2511 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/8 |
სულ კომენტარები: 9
9  
მაგარია ვენაცვალე

8  
<3 magaria galaqtion tabidze

7  
galaqtion tabize

6  
pu bandzo saba

5  
mashin waval

4  
სასწავლადაც ადვილია ალბად:D:D

3  
galaktioni magariaaaaaaaa!!!!!!!!!aaaaaaarrrrrrrrrraaaaaaaaaa?

2  
bis!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!magari leksia dzaann

1  
dzaan kargia ragac magari\

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0