ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:12 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - აფხაზეთის წვიმა მიყვარს
გალაკტიონ ტაბიძე - აფხაზეთის წვიმა მიყვარს
17:30
აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

იცი რად?

მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე

ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი

და წკირად

მასზე ზვირთი დადის და

მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით

იღვრება,

ხმა შრიალებს დაფნისა და

ლიანის,

და ღრუბლიდან ეშხით

გადმოიხრება

მოგონება სიყვარულის

მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა

მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის

თავის დროს,

გამოვიდეს რომელიმე

ვაჭარი

და ამ წვიმის პოეზია

უარყოს!

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3641 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.6/9 |
სულ კომენტარები: 1
1 მარი  
0
კარგიააა აფხაზეტს რადგან ახსენებს მაგარიააა...

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0