პარასკევი, 19.04.2024, 18:39 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ლადო ასათიანი - ორი საახალწლო
ლადო ასათიანი - ორი საახალწლო
08:16
1.

სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები.
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი -
უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:
მწვანე სუროს ფოთოლი... კურკანტელას მარცვალი...
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი "მრავალჟამიერ" აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივიYთ სიცილად.
სულაც არ გამიგია, რა მახარებს, რას ველი...
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები!

2.

რიონის პირად შფოთავს ქალაქი, ათას ჭირში და ლხინში ნაქები,
ყოველ ახალწელს საგულდაგულოდ განათებული ჩიჩილაკებით.
მის განთიადებს ნუ დაივიწყებ და არასოდეს არ დაბერდები:
ის თეთრი ჩოხა ისევ გაცვია, ისევ პრიალებს წუღა-მესტები,
ისევ მესხეთის ქუჩით მიდიხარ და მოგძახიან იგივ სწორები,
შეგხვდება ვინმე ოჯახისშვილი, კოხტა ყმაწვილი მოეწონებო,
ხელში აგიყვანს, შუბლზე გაკოცებს, უზალთუნს მოგცემს აგრე დაგლოცავს:
"მრავალ ახალწელს დაესწარ შვილო, და ესახელე იმერლის ოჯახს!"
რიონის პირად კი ქუხს ქალაქი, ათას ჭირში და ლხინში ნაგები,
ყველგან ნახევრად ღიაა კარი და ციმციმებენ ჩიჩილაკები,
მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევნო გარინდებულად მკვდრულ მყუდროებით,
მთა შთაგინერგეს შენ სიყვარული, ყრმაო, გარდასულ იმა დროების!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3325 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.7/3 |
სულ კომენტარები: 4
4 გივი  
0
მე მომწონს ლექსები.მაგარი ლექსია

3 MARI  
0
me dzalian momwons leqsebi

2 anna  
0
magari ;eqsia lado? ;d:D:Dd::D:D:D:

1 TaaKoo13  
0
amis Garda Rame SerioZuli LeQsi ar iiciiT?? meShvide Klasshi Var da minda saaxaLwLoD..da es Leqsi klasells aQ da Rae Kai DaaMateeT raa

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0