ხუთშაბათი, 18.04.2024, 19:50 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 25 » ედგარ პო - ანაბელ ლი
ედგარ პო - ანაბელ ლი
07:58
ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც
მშვენიერ ანაბელ ლის; _
რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ
და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.

ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,
როცა სამეფოში ზღვის
სიყვარულით, სიყვარულზე მეტით
გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _
ვით ფრთები ცაში სერაფიმების
იყო სიყვარული ის

შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები
სული გაუთოშა ანაბელ ლის
ნათესავებმა კეტილშობილთა
მაშინ წამგავრეს ის

და გამოკეტეს ძველ აკლდამაში
სამეფოში, ნაპირად ზღვის.
ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;
ჩემი და ანაბელ ლის
სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის
სამეფოში, ნაპირად ზღვის)
ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები
ბოლო მოუღო ანაბელ ლის

და სიყვარულით ასე ძლიერით
ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?
ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?
ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს
რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის
არ შეუძლიათ, რომ დააშორონ
სულები ჩემი და ანბელ ლის.

მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა
სიზმარში ანაბელ ლი
ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს
მშვენიერ ანაბელ ლის...
სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ
და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის
შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2869 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.3/10 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0