ნოე და ცისარტყელა - 2 მაისში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:53 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » მაისი » 2 » ნოე და ცისარტყელა
ნოე და ცისარტყელა
08:40
--------------------------------------------------------------------------------

ნოე და ცისარტყელა

როცა უეცრად წამოიწვიმებს,
ჭექა-ქუხილის ხმა,რომ მომესმის,
პატარა წვეთშიც ვხედავ ტივტივებს,
ხის კიდობანი წმინდა ნოესი...

როცა მანძილი დაიტალღება,
ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით,
სივრცეს მწყემსივით კვალში დაჰყვება
ნოეს კიდობნის გამოძახილი...

საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს,
ნალიას,მარანს,ვენახს ლერწმიანს,
კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე,
ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..

რაც ბორცვებია და რაც მთებია,
რაც მწვერვალია ცისკენ წასული;
ცივ წყაროებად გადაქცევიათ
ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...

ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი,
ეფერებიან ვაზებს ასწლიანს,
და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი
ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...

ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ,
ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში,
რომ დაიღვაროს,როგორც მელანი
ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში

ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს,
ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან,
და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს",
წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.

ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს,
მზე მხატვარივით არის გულჩვილი
და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს,
ტანზე აშრება სველი ფუნჯივით

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2056 | დაამატა: nadirbegi | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0