ოთხშაბათი, 24.04.2024, 05:02 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » მასალის არქივი
ამდენ წამების და გლოვის შემდეგ

მე ისევ დამრჩა გული პოეტის.

და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და გულმოკლული მე წამოვედი.

იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ

უფრო მწუხარე გამოსალმება.

მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და ვეგებები ისევ წამებას.

თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ

ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.

მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს

და თბილისისკენ მივექანები.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1463 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს

და ეს დროა უმძიმესი ლოდი.

დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე

და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.

აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც

და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.

რა ქარია, რა სიცივე დადგა

და დღეიდან ზამთარია, დაო!

და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,

დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.

ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი

და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1727 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.

მიწას ადგია ცა გარინდებით

და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,

ადამიანის ბედი კრულია.

დადუმებული კიდია ზარი

და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,

ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.

დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე

და ეკლესია თითქოს თოვლია.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1536 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ჩვენ შორის გაწყდა გზები თუ აზრი
და, როგორც სუნთქვა, თრთოლვით გათავდა,
და ყინვა, ფინურ დანაზე ბასრი,
ლენინგრადისკენ გზას გვიკეტავდა.
როდესაც რკინა ტყვიამ დაძენძა,
როცა ასწიეს ფრთები ანძებმა,
საძმო საფლავში იწექ ნაძვებთან,
არ ესწრებოდი ჩვენს გამარჯვებას.
ათგან ნახმლევი და ნატყვიარი
სწორებთან დუმდი - გიძმეს სწორებმა,
და მე მესმოდა ქარის შრიალი,
როგორც შენი ხმის განმეორება.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1922 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი
და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს,
და ჩემი გულის განწირულ ყივილს
თვისებურად ხმას აუჩვილებს
ო, რა თქმა უნდა,
შენმა ოცნებამ
არ შეუძლია წარმოიდგინოს, -
მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა,
სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი.
მაქვს სიყვარული - იების სუნთქვა,
სხვას კი, ძვირფასო, არც ვინატრებდი,
ვარ ერთი ვინმე, ცასავით სფთა
და ცაზე ვრცელი გულის პატრონი.
ვარ გათენება ცაზე ასული,
მზე - დაფენილი ყვითელ ასოებს,
როგორც ოცნება, როგორც წარსული,
ბედი გვაშორებს და გვაახლოებს.
და შენზე ფიქრი მინათებს სისხლში
უჩინარ ბილიკს და ნაბიჯს გვიანს,
ხსნა თუა სადმე, შენ ერთი იხსნი,
რასაც გული და ბავშვობა ჰქვია.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1621 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი
დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი,
შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი,
შენი მზერა და ხმა გასახარი.
მე დამავიწყდა ქართული ხმები,
მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს,
ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით,
მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს.
და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე
ეპიტაფიებს დაფარვს ხავსი,
მაგრამ ჩემს ლექსში ჩამქრალ თვალებზე
ვინმე შკრთება გრძნობებით სავსე.
ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვა
შენი რუსული ხმების შეხებად,
როგორც ყოფნაში შეუხვედრელთა
მოუხუცებელ ლექსში შეხვედრა.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1601 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2196 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

როგორც ყოველთვის,
არც ამ წერილს გამოგიგზავნი.
არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის.
ახლა მგზავრი ვარ და დუმილში
ვჩურჩულებ მგზავრი:
- მშვიდობით იყავ, აწ და მარადის.
ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის
არც დავიწყებად, არც უკვდავებად,
შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი
და ათასებიც მეცოტავება.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1891 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

ოცნებას დავემონები

მუდამ ლაღი და იოლი,

რატომ არ ჩემი წნორები,

რატომ არ ჩემი იორი.

ჩემი ზვირფასი გორები,

ძნები - კაცები ყვითლები,

თიანეთი და სწორები,

თიანეთი და ფიქრები.

მეზობლის ბიჭის ქორწილი,

ღვინო ეჯიბი მაყარი...

ურჩი ვაჯკაცის ბორკილი -

თმა მხრებზე გადანაყარი.

ოი, რანაირ გეძებდი,

ქალშავავ, შავი თმებითა,

ვინც მკლავდი, ვინც მახარებდი

გაყრით და შერიგებითა.

ოი, დღეებო ბავშვობის,

არასდროს დამიბრუნდებით,

დამტოვეთ, ჩუმად დამშორდით

და როგორც მტრედთა გუნდები

ცას გადაუვლით ბრძოლებით

და დამაღონებთ იოლად.

... რატომ არ ჩემი სწორები,

რატომ არ ჩემი იორი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1996 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

დადგება მხრებთან თეთრი საღამო

და, როგორც თრთოლვა, ქუთით გრძალდება

მაღალ ფიქრებთან ვდგევარ მაღალი

და სიმაღლეში გამითენდება.

და ეღატდერთი ჩრდილი აწვალებს

უჩინმაჩინის უსახო სხეულს,

ასე აწვალებს ჯამბაზს ბაწარი,

ასე აწვალებს ნიავებს რხევა,

ასე აწუხებს ცას გათენება

და უნებური შიში მკვლელობის.

ასე ჭრილობით გამომრთელებას

მოაქვს ტკივილი გაურკვევლობის.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1560 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 5 6 7 8 9 10 »
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0