პარასკევი, 29.03.2024, 03:26 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » მასალის არქივი
შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1656 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი,
უფრო შორი - გზა ბრძოლის და მწუხარების.
გახსოვს ღამე? - გავუძვერით ნაღმებს ორნი
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები.
გახსოვს დნეპრი? - მღვრიე, როგორც გათენება.
დნეპრზე მღვრიე - შემოდგომის მღვრიე ქარი,
დაჩეხილებს თბილისის ცა გვამთელებდა,
ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი.
მე დედაშენს არ ვუამბობ შესაწუხარს,
ვეტყვი მხოლოდ, ომში გული არა კვდება,
ვეტყვი, რომ შენ წაიქეცი, როგორც მუხა,
როგორც ფშაველ მონადირეს ეკადრება.
გული დარჩა, და როდესაც ხელჩართული
დნეპრს გადაღმა ჩადგა ომის მქუხარება,
მე ვიგრძენი საგულეში შენი გული
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთე ყუმბარები
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1853 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,

სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.

მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი

და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,

თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.

იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი

შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.

წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.

მათოვდა წუხელ, აცად ვარ ახლა

და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.

ამდენი ვნება, ამდენი დაღლა

სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.

თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,

სად გიღამდება დღე თოვლნარევი,

დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,

ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2685 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3631 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

არ უხდებოდა ვაჟის ხალათი
სუფთა ხალათი და უნაზეს ხაზებს...
რაა ბავშვობა, თუ არ გვანათებს,
რაა ტრფობა, თუ არ გვალამაზებს.
რა იქნა შენი კარგი ბავშვობა,
გოგოვ პატარავ, გოგოვ კეთილო,
... მე მახსოვს დილა, მზე თამაშობდა
და ყუჩდებოდა, ვით გაკვეთილი.
მეთხოვებოდა ჩემი თბილისი,
ჩემი მიჯნურიც ცრემლით დამშორდა,
ახლა ვინ იცის, ახლა ვინ იცის,
რა იქნა მისი კარგი ბავშვობა.
იქნება გაჰყვა გრიგალს ომისას,
გამკაცრდა მზერა სიკვდილის ახლოს
და იმ ბავშვობას, დრომ რომ მონისლა,
იგონებს, ცდილობს და აღარ ახსოვს
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1626 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,

ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!

არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,

ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში

სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!

ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,

წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით

უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!

სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით

ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:

ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;

გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,

ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!

ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?

ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?

ვერავინ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2988 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (3)

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა

არ გავიარე - რაა მამული!

წინაპართაგან წავიდა ყველა,

სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა

და მელანდება მე მის წიაღში,

მოხუცი მამა, მოხუცი მამა

სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი

მასზე ოცნებას დაემგვანება,

ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!

დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3711 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2229 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

შორით გამოჩნდა ფოსტა,

იჭერს წერილებს მაღლით

გაჩერებული ხბოსთან

ბიჭი პატარა ძაღლით.

გვიან ყვავილთა რიგით

ბაღი თანდათან ცხრება,

აქეთ - სადგური. იქით -

მშვიდ სოფლელების კრება.

მოდის სოფელი, როგორც

დამსვენებელი ჩრდილი,

რაღაცას მღერის გოგო

მშვენიერი და ზრდილი.

აჰა, ღამდება. ბიჯი

და - აქვე არის სახლი.

მიდის წერილით ბიჭი,

ხბო და პატარა ძაღლი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1607 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

ქალწულებივით ხიდიდან ფენა:

მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

დღეები რბიან და მე ვბერდები!

ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის

და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

და დაღალული სიზმრით დამთოვა.

როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 20604 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (13)

« 1 2 ... 6 7 8 9 10 »
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0