გალაკტიონ ტაბიძე - გეძებდი ყველგან - 3 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:53 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - გეძებდი ყველგან
გალაკტიონ ტაბიძე - გეძებდი ყველგან
17:33
გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე

და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა.

მე ყველაფერი გადავივიწყე,

არ არის ზეცა... არ არის ბინა.

არის ჩვენ შორის მთელი კედელი

და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი.

ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი,

ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი.

ო, მე იმედი დავკარგე ზეცის:

არც მინდა შენი ყალბი ტახტები;

მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის -

მტვერი იყავი, მტვერი გახდები.

არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი,

მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,

აპოკალიპსის მძაფრი მხედარი

ვინც ქაოსებში შემოაჭენა.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 852 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0