კვირა, 05.05.2024, 14:37 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - გვადალკვივირი
გალაკტიონ ტაბიძე - გვადალკვივირი
17:34
რომ გაქრა სხივის

ალერსი ძვირი, -

შფოთავს და ჩივის

გვადალკვივირი:

“რად მინდა ვაზის

ნაზი ოცნება,

ან სილამაზის

გაჯადოსნება,

ანდა ჩრდილები

მძიმე მტევნების,

ან ყვავილები

ძველ ხეივნების,

ზვირთების სუნი,

მეთევზის მღერა,

ფუტკრის ზუზუნი,

ნიავის ბგერა,

ლაჟვარდი ელვით

მშუქარე ტბები,

ზურმუხტის ველით? -

ვერა, ვერ ვტკბები!

მე მფარავს ისლის

შავბნელი სვეტი.

ჩემს ზვირთებს სისხლის

დაეცა წვეთი.

მას შემდეგ მეტი

არ მეფერების,

თუნდ ერთი წვეთი

ბედნიერების!”

ხშირი ზეფირი

ტირის, ვით სირი,

ჩივის და ოხრავს

გვადალკვივირი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1486 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0