კვირა, 05.05.2024, 12:01 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - ავრორა
გალაკტიონ ტაბიძე - ავრორა
17:36
გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი,

ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე.

ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება ვით ღიმილი,

ფერ-მიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...

ნისლში მყოფი არე-მარე ნანგრევების არის ჩრდილი,

არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე,

ყოველი ხე და სამარე. ხევ-ხუვებში მოფენილი,

არის უღვთოდ მოწყენილი.

ამოვდივარ! ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები.

ბუნებაო, შენ ნუ კრთები, კაეშანი ნუ აგანთებს,

მთის მწვერვალო, მაგ შენს კალთებს ნუ ელტვიან იმედები,

მთავ, დაბლა ნუ იხედები, ნისლი უღელს ნუ დაგადებს.

ამოვდივარ! გულის ნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები,

როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დაგქათქათებს...

მალე, მალე, ველებს და მთებს ტიტანივით მოვევლები,

ვნების რკალად მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს...

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1716 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0