გალაკტიონ ტაბიძე - მოვა… მაგრამ როდის? - 3 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:51 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - მოვა… მაგრამ როდის?
გალაკტიონ ტაბიძე - მოვა… მაგრამ როდის?
17:41
შორეული ქალის ეშხი

მოვა... მაგრამ როდის?

სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,

ბედი რჩეულ ფერის,

სიცოცხლეში თეთრი გედი

მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,

ჩემი ძველისძველი

ლექსი არის უნებური

სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით

მოკისკისე ბროლი,

მაცდურ თვალის გადევნებით,

მტანჯავს მსუბუქ მქროლი.

აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში

მიჰქრის საშიშ-ჩქარი,

და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში

მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი

დოვინ-დოვენ-დოვლი:

თოვლი, ფიფქი და აპრილი,

ვარდისფერი თოვლი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1156 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.4/8 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0