გალაკტიონ ტაბიძე - მატარებლიდან - 3 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:52 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - მატარებლიდან
გალაკტიონ ტაბიძე - მატარებლიდან
18:09
შორით გამოჩნდა ფოსტა,

იჭერს წერილებს მაღლით

გაჩერებული ხბოსთან

ბიჭი პატარა ძაღლით.

გვიან ყვავილთა რიგით

ბაღი თანდათან ცხრება,

აქეთ - სადგური. იქით -

მშვიდ სოფლელების კრება.

მოდის სოფელი, როგორც

დამსვენებელი ჩრდილი,

რაღაცას მღერის გოგო

მშვენიერი და ზრდილი.

აჰა, ღამდება. ბიჯი

და - აქვე არის სახლი.

მიდის წერილით ბიჭი,

ხბო და პატარა ძაღლი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 728 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0