მირზა გელოვანი - არ უხდებოდა ვაჟის ხალათი - 3 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:53 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » მირზა გელოვანი - არ უხდებოდა ვაჟის ხალათი
მირზა გელოვანი - არ უხდებოდა ვაჟის ხალათი
20:02
არ უხდებოდა ვაჟის ხალათი
სუფთა ხალათი და უნაზეს ხაზებს...
რაა ბავშვობა, თუ არ გვანათებს,
რაა ტრფობა, თუ არ გვალამაზებს.
რა იქნა შენი კარგი ბავშვობა,
გოგოვ პატარავ, გოგოვ კეთილო,
... მე მახსოვს დილა, მზე თამაშობდა
და ყუჩდებოდა, ვით გაკვეთილი.
მეთხოვებოდა ჩემი თბილისი,
ჩემი მიჯნურიც ცრემლით დამშორდა,
ახლა ვინ იცის, ახლა ვინ იცის,
რა იქნა მისი კარგი ბავშვობა.
იქნება გაჰყვა გრიგალს ომისას,
გამკაცრდა მზერა სიკვდილის ახლოს
და იმ ბავშვობას, დრომ რომ მონისლა,
იგონებს, ცდილობს და აღარ ახსოვს
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 760 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0