მირზა გელოვანი - მთაწმინდიდან სმოლენსკამდე - 3 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:54 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » მირზა გელოვანი - მთაწმინდიდან სმოლენსკამდე
მირზა გელოვანი - მთაწმინდიდან სმოლენსკამდე
20:04
მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი,
უფრო შორი - გზა ბრძოლის და მწუხარების.
გახსოვს ღამე? - გავუძვერით ნაღმებს ორნი
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები.
გახსოვს დნეპრი? - მღვრიე, როგორც გათენება.
დნეპრზე მღვრიე - შემოდგომის მღვრიე ქარი,
დაჩეხილებს თბილისის ცა გვამთელებდა,
ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი.
მე დედაშენს არ ვუამბობ შესაწუხარს,
ვეტყვი მხოლოდ, ომში გული არა კვდება,
ვეტყვი, რომ შენ წაიქეცი, როგორც მუხა,
როგორც ფშაველ მონადირეს ეკადრება.
გული დარჩა, და როდესაც ხელჩართული
დნეპრს გადაღმა ჩადგა ომის მქუხარება,
მე ვიგრძენი საგულეში შენი გული
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთე ყუმბარები
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 932 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0