ოთხშაბათი, 08.05.2024, 23:34 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » მირზა გელოვანი - ჩემს მიწურ ქოხში
მირზა გელოვანი - ჩემს მიწურ ქოხში
20:09
ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი
და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს,
და ჩემი გულის განწირულ ყივილს
თვისებურად ხმას აუჩვილებს
ო, რა თქმა უნდა,
შენმა ოცნებამ
არ შეუძლია წარმოიდგინოს, -
მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა,
სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი.
მაქვს სიყვარული - იების სუნთქვა,
სხვას კი, ძვირფასო, არც ვინატრებდი,
ვარ ერთი ვინმე, ცასავით სფთა
და ცაზე ვრცელი გულის პატრონი.
ვარ გათენება ცაზე ასული,
მზე - დაფენილი ყვითელ ასოებს,
როგორც ოცნება, როგორც წარსული,
ბედი გვაშორებს და გვაახლოებს.
და შენზე ფიქრი მინათებს სისხლში
უჩინარ ბილიკს და ნაბიჯს გვიანს,
ხსნა თუა სადმე, შენ ერთი იხსნი,
რასაც გული და ბავშვობა ჰქვია.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1626 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0