შაბათი, 04.05.2024, 17:39 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - ამ ოდესმე მხიარულ...
გალაკტიონ ტაბიძე - ამ ოდესმე მხიარულ...
17:28
ამ ოდესმე მხიარული

გზით უყვარდათ სიარული;

აწ გზა მიტოვებულია,

როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი

ამოა და სასურველი:

ძველი პური, ძველი ღვინო,

ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა

და სიმღერა, მაგრამ უფრო

მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო

და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,

მომაწოდე შენი ხელი,

მიყვარს ყველაფერი სადა,

მიყვარს ყველაფერი ძველი!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2143 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0