გალაკტიონ ტაბიძე - არ მინდა სიტყვა - 3 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:54 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - არ მინდა სიტყვა
გალაკტიონ ტაბიძე - არ მინდა სიტყვა
17:29
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!

როდესაც სიტყვა დაიბადება,

სიმართლის ალი, როგორც ბურუსი

ისე ირღვევა და იფანტება.

მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ

სევდის მორევში მცურავ თვალებით,

მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ

გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,

შენზე ოცნებით დაიწვა იგი.

განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს

სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს

გამოუთქმელი და მწარე ალი,

სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს

გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 735 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0