ტერენტი გრანელი - სიშორის ცეცხლი - 4 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:50 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ტერენტი გრანელი - სიშორის ცეცხლი
ტერენტი გრანელი - სიშორის ცეცხლი
07:52
ფერმიხდილი ქალი
გაეშურა ვაჟთან.
და საღამო მკრთალი
სიზმარივით გაჩნდა.

გადაეშვა ქარი
და ბურუსი ადგა.
და უცნობი მკვდარი
ასვენია სადღაც.

სიჩუმეა სულის
და ოცნება ხშირი.
და მიყვება გული
როიალის ტირილს.

აელვარდა გუშინ
უიმედო მინა.
და წამებულ სულში
საოცრებას ძინავს.

ყოველივე მორჩა
მგლოვიარე კართან.
ეშაფოტი მოსჩანს
საფლავების გარდა.

მწუხარებას მალავს
ეს თვალები ერთობ.
მეც მომეცი ძალა,
შენ, წმინდაო, ღმერთო!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 683 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0