ლადო ასათიანი - აბასთუმანი - 4 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:54 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ლადო ასათიანი - აბასთუმანი
ლადო ასათიანი - აბასთუმანი
07:54
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი...
მზემ ფანჯრებიდან შემოანათა,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
ჩემი პალატა, თეთრი პალატა.
ჩემი სიმღერის ეშხით მიმქრალი
ქერათმიანი ექიმი ქალი,
კელაპტარივით ჩემთვის დამწვარი
და სანუკვარი სიკვდილის დღემდე...
კვირაში ერთხელ თეთრი საცვალი,
მოხეტიალე ცხოვრების შემდეგ...
სანთლით შუაღამის აკელაპტრება
და გატეხილი სიცხის საზომი...
წევხარ, ოცნებობ და გენატრება,
ოდაში რომ სდგას, ის ხის საწოლი,
განა ოდესმე დამავიწყდება
აბასთუმანში თავდავიწყება?
თეთრ მაგიდაზე წიგნების გროვა,
ცისფერ ვაზაში ნაძვის რტო მწვანე,
ოცნება: თბილისს წასვლის დროც მოვა,
მიიწურება აგვისტო მალე!
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი...
მზე ფანჯრებიდან მოიპარება,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
თავდავიწყება და ნეტარება.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1316 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.5/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0