ლადო ასათიანი - ვერიკო ანჯაფარიძეს - 4 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:51 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ლადო ასათიანი - ვერიკო ანჯაფარიძეს
ლადო ასათიანი - ვერიკო ანჯაფარიძეს
08:07
სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი
ქალების ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - მარაბდა!

მიხარის, როცა სცენაზე გიმზერ,
ანათებ, როგორც ზღაპრული დალი
და როგორც ნისლი უფსკრულის პირზე,
ირხევა შენი ლამაზი ტანი.

ირხევა შენი ლამაზი ტანი
და განა ძალმიძს არ გითვალთვალო,
საქართველოს მზით სახედამწვარო,
ანჯაფარიძის ზვიადო ქალო!

მინდოდა ერთი ნატვრა მენატრა
და სანატრელი ისევ შენა ხარ:
მოვმკდარიყავ და ამ ჩვენს სცენაზე
შენი ქართული ქალი მენახა.

მოვმკვდარიყავ და ქართულ ლეჩაქში
მენახა შენი ქართველი დედი,
დამიბრმავებდა, ვერიკო, მაშინ
შენი მიმქრალი შარავანდედი!

როცა გიყურებ შავ სამოსელში,
ვხედავ - ჩაუცვამს ძაძა ბუნებას.
მე ნუ მომასწროს შენზე ტირილი
და შენი სიტყვის დაძაბუნება!

სხვა რომ არ იყოს, ჩვენ მარტო შენი
და ნატოს ეშხი დაგვიფარავდა,
თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს,
ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ - მარაბდა!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 709 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0