ლადო ასათიანი - დასვენების დღე - 4 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:52 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ლადო ასათიანი - დასვენების დღე
ლადო ასათიანი - დასვენების დღე
08:08
ვდგავარ და ვხედავ როგორ თენდება
ეს დღე - მთისა და ბარის ზეიმით...
ყოველთვის ტკბილად გამახსენდება
მისი უბადლო თვალისეირი.

ერთხელ მოსული, დიდი სიჩქარით
ქრება, მიდის და თვალებს შორდება,
მაგრამ ისევე, როგორც ცისკარი,
კვლავ იბადება და მეორდება.

ეს დღე მაღლდება, როგორც სიცოცხლე,
როგორც სინდისი და ერთგულება,
დაივლის სახლებს, ჯდება მინდორზე
და გააჩაღებს მხიარულებას.

ისვენებს ხალხი, პოეტი მარტო
ფიქრობს და იწვის ლექსის მშვენებით
და ვამბობ: ქვეყნად პოეტის გარდა
ყველას ჰქონია დღე დასვენების!

პოეტი ლექსის სტრიქონებს ებრძვის
უხილავს, ფარულს, ჯერ დაუსტამბავს,
მერე წავა და შრომადღეს ეტყვის
დასვენების და გართობის ამბავს.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 888 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0