ლადო ასათიანი - კაფე რიონის პირად - 4 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:52 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ლადო ასათიანი - კაფე რიონის პირად
ლადო ასათიანი - კაფე რიონის პირად
08:11
იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც,
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი;
დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს
ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.
ისმის რიონის შრიალი შორი,
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,
ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,
ცისფერ მაგიდას შემოვუსხედით.
იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი,
დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს,
შეუერთდება რიონის რონინს
და ლაჟვარდებში გაინავარდებს.
ცისფერ კაფეში ვოცნებობთ ორნი.
ჩაის ვარდებიდ ჩანს აკვარელი,
- სად არის შენი ნანატრი ტოლი?
- სადა გყავს დედა, ან საყვარელი?
- რა იქნა დიდი მომავლის ბავშვი,
ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები!
ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლში
ჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით.
და იმ წუთამდის, ვიდრე ზარების
გაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი,
ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრები
შავით მოსილნი და შაოსანნი.
ცისფერ კაფეში... ეს იყო ძველად...
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი,
დღემდე მეც მახსოვს გულის დამწველად
ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.
დღემდე მიტაცებს შრიალი შორი,
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,
ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,
ცისფერ მაგიდას შემოვუსხდებით...
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 638 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.7/3 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0