ანა კალანდაძე - ხატთან ანთია სანთელი ორი - 4 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:51 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ანა კალანდაძე - ხატთან ანთია სანთელი ორი
ანა კალანდაძე - ხატთან ანთია სანთელი ორი
16:29
ციცინო დადიან-ერისთავის ხსოვნას

ხატთან ანთია სანთელი ორი,
ორივ პაწია და თანასწორი,
სულის მეოხად შენი ერთასი...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
წმინდა სამთავროს...
ალვის სადარო,
დახრილი წამით,
მოყრილი მუხლით ხატის წინ შვენი...
შენ ამბობ:
- იყავნ ნებაი შენი!
მე ვამბობ:
- ამინ!
და... შემოხეთქა ქარმა კარები,
მიმოგირხია ვერცხლის კავები...
ჩაქრა სანთელი, შემოუბერა
და თან წარიღო „მოვედ სუფევა“...
ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში,
ტაძრად სამთავროს...
შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო?

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1017 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.5/4 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0