ანა კალანდაძე - ისევ ბერდედას - 4 აპრილში 2009 - Literature
კვირა, 04.12.2016, 06:50 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ანა კალანდაძე - ისევ ბერდედას
ანა კალანდაძე - ისევ ბერდედას
16:32
ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან
და არწივის თვალს მიდამოს ავლებ.
ახლა, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ჯვარობას წავლენ...
ამღა და ჭიმღა და ახიელი...
შეიყრებიან ხატში სოფლები...
აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის,
გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ...
შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს,
ლამის ასი წლის ზღვართა მისული...
სახლში დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბი
და ათენგენას ძალას ფიცულობ...
ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი,
ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები...
მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინით
ჩაგიქროლებენ არხოტვნები...
იქნებ... არწივის თვალი გატყუებს?
თვით შესევიან ქისტების სოფლებს,
თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო?
მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის,
არწივის მზერას მიდამოს ავლებ...
ალბათ, საცაა, არხოტიონნი
აიყრებიან, ხატობას წავლენ...
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 849 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [16]
საბავშვო [1]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [90]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1249
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0