ეგვიპტემ კალთა გადაგაფარა, ამოგაბრძანა წყლიდან დუმილით. და ფარაონის პირქუშ დარაბებს, შემოაქსოვა ღმერთის სურვილი...
რწმენას გალავნად შემოიშენებ, უდაბნოს სიცხეს მხრებით აზიდავ, და გაუყვები გზას ფეხშიშველი ცეცხლმოდებული მაყვლოვანიდან.
წმინდა ბაგიდან ისმის ოსანა, ლოცვად უფალმა რომ შეიწირა და მარჯვენაში, ვით გამოცანა კვერთხი და გველი ერთად გიჭირავს.
კლდედ შეიკვრება ტალღის სიმკაცრე, იღაღადებენ ფეხქვეშ ხნულები და ფარაონის რისხვის წინაშე აღსდგები დიდი სასწაულებით.
ღვთიურ მანანას მოელი ოდენ, რწმენით მიიკვლევ ფერდობს ნისლიანს და ბილიკებზე ტანჯვად რომ მოგდევს შენი გვარტომის ცხელი სისხლია.
ყველა ნიშანი მკაცრად სრულდება, ყოველ მაღლობზე უფლის ხელია და წინ მიგიძღვის მტრედის გუნდებად, რაც ცაში ლოცვად აღგივლენია.
ღმერთს ემსგავსები ასე თანდათან და სახე, წვერით შემობურული, სათნო გაქვს, როგორც პურის მანანა და ჟღალი, როგორც მწყერ ... კითხვის გაგრძელება »
ნოე და ცისარტყელა
როცა უეცრად წამოიწვიმებს, ჭექა-ქუხილის ხმა,რომ მომესმის, პატარა წვეთშიც ვხედავ ტივტივებს, ხის კიდობანი წმინდა ნოესი...
როცა მანძილი დაიტალღება, ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით, სივრცეს მწყემსივით კვალში დაჰყვება ნოეს კიდობნის გამოძახილი...
საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს, ნალიას,მარანს,ვენახს ლერწმიანს, კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე, ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..
რაც ბორცვებია და რაც მთებია, რაც მწვერვალია ცისკენ წასული; ცივ წყაროებად გადაქცევიათ ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...
ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი, ეფერებიან ვაზებს ასწლიანს, და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია... ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ, ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში, რომ დაიღვაროს,როგორც მელანი ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში
ფოთოლ ... კითხვის გაგრძელება »
და როცა ღმერთი შემეხო თიხას, გულის სიღრმეში გალღვა ყინული და მე აბელის ნაწილიც ვიყავ იესოს სისხლით გამოსყიდული...
საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა, ცოდვით დაღლილს და გზებით დამტვერილს, ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა, ემს ღამეებშიც ენთო სანთელი...
ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს, დაცემის მადლით თვალებ ახელილს, შუბლით ვატარებ კაენის დამღას, გულით ჭრილობა დამაქვს აბელის.
მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.
ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს! იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს! იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა.
რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
მთა არ მინახავს ასე გულდიდა, ცა არ მინახავს ასე მარტივი და გაზაფხული ოქროს ბუდიდან მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
თითქოს ვიხილე იგი მეტეხთან, ქართული ჩოხით...ძველი ხალათით... ის დადიოდა, როგორც ლეგენდა, ფუნჯით დაჰქონდა მთელი ქალაქი...
საით წავიდა არავინ იცის, მწუხარედ სდუმან გზები ჩავლილი, მტკვართან ბარბაცებს ძველი თბილისი, წელში მოხრილი ფიროსმანივით...