გალაკტიონ ტაბიძე - გვადალკვივირი | 17:34 |
რომ გაქრა სხივის
ალერსი ძვირი, - შფოთავს და ჩივის გვადალკვივირი: “რად მინდა ვაზის ნაზი ოცნება, ან სილამაზის გაჯადოსნება, ანდა ჩრდილები მძიმე მტევნების, ან ყვავილები ძველ ხეივნების, ზვირთების სუნი, მეთევზის მღერა, ფუტკრის ზუზუნი, ნიავის ბგერა, ლაჟვარდი ელვით მშუქარე ტბები, ზურმუხტის ველით? - ვერა, ვერ ვტკბები! მე მფარავს ისლის შავბნელი სვეტი. ჩემს ზვირთებს სისხლის დაეცა წვეთი. მას შემდეგ მეტი არ მეფერების, თუნდ ერთი წვეთი ბედნიერების!” ხშირი ზეფირი ტირის, ვით სირი, ჩივის და ოხრავს გვადალკვივირი. | |
| კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1574 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/1 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |
| შესვლის ფორმა |
|
| ძებნა |
| კალენდარი |
| ჩვენი გამოკითხვა |
| საიტის მეგობრები |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |