ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ სამეფოში, ნაპირად ზღვის ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც მშვენიერ ანაბელ ლის; _ რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.
ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ, როცა სამეფოში ზღვის სიყვარულით, სიყვარულზე მეტით გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _ ვით ფრთები ცაში სერაფიმების იყო სიყვარული ის
შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ სამეფოში, ნაპირად ზღვის ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები სული გაუთოშა ანაბელ ლის ნათესავებმა კეტილშობილთა მაშინ წამგავრეს ის
და გამოკეტეს ძველ აკლდამაში სამეფოში, ნაპირად ზღვის. ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი; ჩემი და ანაბელ ლის სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის სამეფოში, ნაპირად ზღვის) ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები ბოლო მოუღო ანაბელ ლის
და სიყვარულით ასე ძლიერით ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის? ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის? ო, არც ანგელოზთ
... კითხვის გაგრძელება »