მზეს ესწრაფვის დიდი არწივი, პატარა ტოროლაც, “ცას წავალო“ რომწკრიალებს ყოველ დილით, აექანება ცისკენ მთროლარი ფრთებით.
პირველ რიგში ბროწეულს უყვარს მზე!
როგორ მწვავს ბროწეულყვავილის ნაელვები გამოსხივებანი!
მიყვარს ცეცხლური ყვავილი, მზიანეთის სხივმფენარა ალნაკადი ოქრომდინარი, სეფესანთელივით რომ ბრდღვიალებს; მიყვარს მისი გულის ავსებულობა! თითქოს მზე სავსებით შეუწოვიაო.
არა, არა მჯერა, რომ იგი სხვა ყვავილივით დასჭკნეს როდესმე ჩამოსცვივდეს, განქარდეს, ამტვერდეს! არა, არა მჯერა!
მზის ნაბადებია; მის კოკორში დაგუბებული სხივთანაგალობარი; შიგ ჩაწერილია ანკარა სხივთა რაკრაკი; მზისობა უჩანს თითოეულს ნაკვთში.
ყვავილი კი არა, მზის ნაკადულის კამკამია! - ასე იტყვის გულისხმისმყოფელი!
ბუნების ასეთივე საჩუქარი იყო, ჩემს ოცნებას რომ შემოჰხვევია ბროწეულყვავილივით, - მარიტა! ნათლით სავსე, ღიმცრისკროვანი ყვავილი ჩემი ყრმობისა!
ჩემო ბერდედავ, ზიხარ ყორესთან და არწივის თვალს მიდამოს ავლებ. ახლა, საცაა, არხოტიონნი აიყრებიან, ჯვარობას წავლენ... ამღა და ჭიმღა და ახიელი... შეიყრებიან ხატში სოფლები... აღარ ქსოვ წინდას, - შენ თითქოს გესმის, გრძნობ, სოფელს როგორ ამწყალობებენ... შენ... ფეხმორთხმული ზიხარ შუაფხოს, ლამის ასი წლის ზღვართა მისული... სახლში დაგინთავ, ბეჩავ, სანთლბი და ათენგენას ძალას ფიცულობ... ისევ იყნოსე მწარე ბურნუთი, ისევ მოსძებნე წინდის ჩხირები... მაგრამ... შენ ისევ ველურ ყიჟინით ჩაგიქროლებენ არხოტვნები... იქნებ... არწივის თვალი გატყუებს? თვით შესევიან ქისტების სოფლებს, თუ... მათ ცხენდაცხენ მოჰყვება ღილღო? მათ გაჰყვე... მუხლი შენ აღარ გერჩის, არწივის მზერას მიდამოს ავლებ... ალბათ, საცაა, არხოტიონნი აიყრებიან, ხატობას წავლენ...
რისად არ მომხედავ? თვალგანაწამები მინდვრად გელოდება ლელი მკრთომარეო, გულო, გულსა შინა ცრემლთა მაწვიმებო, სულო, სულსა შინა სევდის მთოვარეო... არწივნი ყივიან, ხმობენ არწივებსა და ჩურჩულებს ნამი ლელზე ანანთები... ირგვლივ მზის ნათელი დასდგომია მთებსა, ცაში გაფრენილან ნისლიანი მთები... მზეი შენით მზეობს, მზედ ენთები, ზეობ, გვირგვინს ირქმევ მზისებრ... ჩემი გულის ძახილს, ო,ღაღადისს ჩემსას, შენ... არსაით ისმენ? მოეახლოს ლელსა გვირგვინდიდებული, სხივთა მთოვარეო... არ შეკრთება მაშინ, არ დაჭკნება იგი, მიუწვდომარეო!
ასპინძას მიდის მეფე ერეკლე, თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი... გადაიარეს ბებერ ხერთვისთან, საათაბაგოს მტვერი აშალეს... უკან დატივეს ძველი აწყური – ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი... ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო, არავინაა შენი მომრევი! მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას, მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე... სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო, ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი; შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო, ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!.. გადაიარეს ბებერ ხერთვისთან, საათაბაგოს მტვერი აშალეს.
ხატთან ანთია სანთელი ორი, ორივ პაწია და თანასწორი, სულის მეოხად შენი ერთასი... ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში, წმინდა სამთავროს... ალვის სადარო, დახრილი წამით, მოყრილი მუხლით ხატის წინ შვენი... შენ ამბობ: - იყავნ ნებაი შენი! მე ვამბობ: - ამინ! და... შემოხეთქა ქარმა კარები, მიმოგირხია ვერცხლის კავები... ჩაქრა სანთელი, შემოუბერა და თან წარიღო „მოვედ სუფევა“... ან ვარ ბეთანში, ან თუ მცხეთაში, ტაძრად სამთავროს... შენ კი სადა ხარ, ალვის სადარო?
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები, ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები. შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი - უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი. უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი: მწვანე სუროს ფოთოლი... კურკანტელას მარცვალი... უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს, ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ. დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით, როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი. ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად, ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება! უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს, ძველი "მრავალჟამიერ" აღებს ყველა გასაღებს. მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს, და ვიღვრები ბინულის ნაკადივიYთ სიცილად. სულაც არ გამიგია, რა მახარებს, რას ველი... ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი, მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე, შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ! სანამ არ ჩაქრებ
... კითხვის გაგრძელება »
ისე გავიდა ეს გაზაფხული... მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი, მე - სიყვარულით ვარ დაზაფრული, კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი. ისე გავიდა ეს გაზაფხული მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი. რა დაგიშავე, მითხარი ბარე,, რად ამითრთოლე მგზნებარე გული, რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე ეს სიჭაბუკე და გაზაფხული. მე სიყვარული ამიტანც უცებ, დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული, დავიარ, თბილის-ქალაქის ქუჩებს და დავბრუნდები აცრემლებული. ვაი, სად გნახო, საით იქნები, ვიცი გარბიხარ და მემალები, შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები და ამღვრეული ჩემი თვალები. ჩემთვის ერთია, სადაც იქნები, ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ, შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ. შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით, გაიცქრიალებ და შებრუნდები; მე ვნებიანი და ნამთვრალევი, გეტყვი - აროდეს არ შემძულდები! ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ, ... კითხვის გაგრძელება »
შენი ბადალი იშვიათად დაიბადება, შენ შთამაგონე პოეზია - ლექსის უნარი, დავალ, დამყვება გაბადრული შენი ხატება, ეს - საქართველოს ლაჟვარდივით გაუხუნარი.
შენი სტრიქონი, სააკაძის ხმალივით ბასრი, წელთა ქროლაში არასოდეს დაიჟანგება, საუკუნეებს გააღვიძებს მარადი აზრი, გადაქცეული პოეზიის უკვდავ ჰანგებად.
რამ დამავიწყოს ზეციური ჩანგის ჟღერანი, ასე მძლავრად რომ შეარხია გული ქართველის, რამ დამავიწყოს დიდებული შენი "მერანი", ქართული ლექსის უკვდავების გამომხატველი.
ბრწყინავს ფირუზი, მარგალიტი, ლალი, ალმასი, შემოდგომური, ქარვისფერი სცვივა ფურცლები და სდგას ქართული პოეზიის წმინდა პარნასი, - შენი მთაწმინდა - სამყოფელი ქართულ მუზების.
ბევრი ავიდა ამ მწვერვალზე, ბევრის დაღალა გზების სიძნელემ, შე
... კითხვის გაგრძელება »
გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ. დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი. და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა, ღამე გასათევი შემოხვდათ ადგილი. თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები: ირმების, ჯიხვების, არჩვების, დათვების - სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით. და რა წამს მთვარემ ტყეზე გადაიარა, სასმური ასწია ლევან დადიანმა: - კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი, გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი! - კურთხეულ იყოს, - აღმოხდათ თავადებს, - ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! და უცებ ქუხილმა ტყეზე გადაიარა: - ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად, ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად? - მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ღამეში თვალების გადაბრიალებით ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები. ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა (მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა): - ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შ
... კითხვის გაგრძელება »
იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც, დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი; დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი. ისმის რიონის შრიალი შორი, ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი, ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი, ცისფერ მაგიდას შემოვუსხედით. იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი, დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს, შეუერთდება რიონის რონინს და ლაჟვარდებში გაინავარდებს. ცისფერ კაფეში ვოცნებობთ ორნი. ჩაის ვარდებიდ ჩანს აკვარელი, - სად არის შენი ნანატრი ტოლი? - სადა გყავს დედა, ან საყვარელი? - რა იქნა დიდი მომავლის ბავშვი, ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები! ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლში ჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით. და იმ წუთამდის, ვიდრე ზარების გაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი, ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრები შავით მოსილნი და შაოსანნი. ცისფერ კაფეში... ეს იყო ძველად... დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგო
... კითხვის გაგრძელება »
ბევრი წიგნი მაქვს ყმაწვილს ნანახი, ბევრჯერ მიგრძვნია აღფრთოვანება, ზოგში მომწონდა იგავ-არაკი, ზოგში - მარტოდენ ხატოვანება. ბევრი მათგანი სულ არ გაჭრილა, გაჰყვა საყვარელ ქალს თუ მეგობარს, ბევრი კი შერჩა ჩემს შავს განჯინას, ვით მტვერწაყრილი უიმედობა. ბევრი გახუნდა ბედის ტრიალში და ნელ-ნელ მიდის შავ სამარემდის, მაგრამ ეს ერთი ცისფერყდიანი ჩემს მაგიდაზე დარჩა მარადის. მან მოარჩინა ჩუმი წუხილი, ჩემს სიმღერებში გამოვლენილი, მის ფურცლებიდან შუბლშეჭმუხვნილი მესაუბრემა მამა ლენინი. ის ლაჟვარდით ფურცელგაშლილი ჩემი მზე გახდა, ჩემი მშვენება, მან შემასწავლა მე კომკავშირით განახლებული ქვეყნის შენება. ასე გულდაგულ ვერ ვიბრძოლებდით რომ არ გვიძღოდეს მისი ცისკარი, იგი წიგნია ჩვენი ცხოვრების, ყოველდღიურად წასაკითხავი. ბევრი წიგნი მაქვს ყმაწვილს ნანახი, ბევრჯერ მიგრძვნია აღფრთოვანება, ზოგს შემოაცვდა ყდა
... კითხვის გაგრძელება »
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია? შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა? სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა? იქნებ მე თვალი მატყებს, ზეცა მაბრმავებს კრალა, მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად, თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა? ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!
რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი. ჩემი ხორგო და მარანი, ჩემი ცეცხლი და ღადარი, სახლის წინ ნაგრიგალარი, გაფითრებული ჭადარი, ჩემი კავი და სახნისი, ჩემი თონე და ბეღელი, და დედა, დიასახლისი, ჯან-ღონე გაუტეხელი, ჩემი პაწია ქოთანი, დუღილით ნაქოთქოთარი! რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! ვარდებიანი ბარდნარი და გუმარეშის ყანები! თოხი პირგამოპირული, გაციებული ბინული... გახსოვს, ტყეები? ირიბად ხეზე დაკრული თარჯები... ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს, შეყვარებული დარჩები... გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი, თევზაობა და აპრილი? გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით და ძლივს რომ მივაბიჯებდით, სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით მისგან დამთვრალი ბიჭები? გახსოვს, ღვინიან შემოდექს აივანზე რომ შემოვდექ? გახსოვს, აფთარი ზამთა
... კითხვის გაგრძელება »
ის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბუას მადას. ენამზიანი და ზამთრის გულში ტკბილი ქართულით მოლაპარაკე, ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში საბა-სულხანის იგავ-არაკებს. არ იშორებდა წელზე სატევარს, ბატონკაცური შვენოდა წვერი, უყვარდა ლხინში ღამის გათევა - მოგონებები ძველთაგან-ძველი. უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი ქართველის ეშხი და სილამაზე, უყვარდა შვილი და შვილიშვილიც ამღერებული არწივის ხმაზე.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შეიყვარებ, ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად ჩვენ ტრფიალება წრეგადასული, თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა და მოგონებად დარჩა წარსული. ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით ფიროსმანი და თბილისის ღამე, ლაჟცარდოვანი მტკვარის დუდუნი და მარტოობის მკაცრი სიამე.
ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი, მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი, როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი, ამ შენს სახელზე ბერდანის ტყვიით როგორ დავკოდე ნადირი მხარში, რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი, რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.
ო... მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს, რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი, რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!
ო... მასაც ვეტყვი, ძვირფასო ცირა, როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი, როგორ გვიყვარდა შავი ზღ
... კითხვის გაგრძელება »
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი... მზემ ფანჯრებიდან შემოანათა, ჩემი საწოლი და სასთუმალი, ჩემი პალატა, თეთრი პალატა. ჩემი სიმღერის ეშხით მიმქრალი ქერათმიანი ექიმი ქალი, კელაპტარივით ჩემთვის დამწვარი და სანუკვარი სიკვდილის დღემდე... კვირაში ერთხელ თეთრი საცვალი, მოხეტიალე ცხოვრების შემდეგ... სანთლით შუაღამის აკელაპტრება და გატეხილი სიცხის საზომი... წევხარ, ოცნებობ და გენატრება, ოდაში რომ სდგას, ის ხის საწოლი, განა ოდესმე დამავიწყდება აბასთუმანში თავდავიწყება? თეთრ მაგიდაზე წიგნების გროვა, ცისფერ ვაზაში ნაძვის რტო მწვანე, ოცნება: თბილისს წასვლის დროც მოვა, მიიწურება აგვისტო მალე! აბასთუმანი - ხაბაზთუბანი... მზე ფანჯრებიდან მოიპარება, ჩემი საწოლი და სასთუმალი, თავდავიწყება და ნეტარება.
მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს, შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები. საოცრების ლანდები შენს წინ გლოვას ანთებენ, როგორც ბრილიანტები საიდუმლო ოცნებით.
შუაღამის ვედრება სამრეკლოსთან ბერდება, მოგონება ფითრდება სინანულის ფარდებში. სურნელება ვილლასი დაეცემა სილაზე, როგორც ლურჯი სინაზე, დაიკივლებს ვარდებში.
აკანკალდა არმაზი, უნაზესი გამმაზე, მოსვენებას არ მაძლევს კვირეების გუგუნი. ძლივს გადურჩი ამ აპრილს, ვერ ვასრულებ დანაპირს, ჩვენს ცხოვრებას თანაბარს შთანთქავს ღამე უკუნი.
როცა ქარი იწყება, გადვიქცევი ფიქრებად, ალბათ ბევრი იქნება იმედები ქარვაში. მესმის ხმა როიალის, ვით ფოთლების შრიალი, მიყვარს მე ხეტიალი შეშლილივით ქალაქში.
თეთრი ხაზებით დავეწევი სასტიკ ზმანებას, დაისვენებენ ქიმერებზე ჩემი ცოდვები. შენს მიმქრალ სახეს შემოდგომა მე არ მანებებს და აქ, თბილისში, თვით მათხოვარს შევეცოდები.
მე ეს შუადღე გამაოცებს თავის ლოცვებით, ცოდვის ტაძარში გადავითვლი ფიქრებს გაძარცულს. წვიმის ლანდებში ვიმალები ღამის ოცნებით, ო, ეს წუთები მე მაგონებს ტირილს გარდასულს.
ანთებულ გრძნობით ავაკივლებ ცრემლებს თვალებში, როცა საშინლად გამაშავებს მთვარის სინესტე. მეტად მწვავეა ეს ქვეყანა ღამის რკალებში, და ჩემი ლექსი - ყაჩაღების ცრუ მანიფესტი.
კვირის წირვებში ცოდვილ ტაძრებს ასწევენ მკვდრები, თავის წამება სამრეკლოზე მარტო მე მინდა. ო, ვიყრი მუხლებს, სინანულით შენ გევედრები, მე, გაჭირვებულს და საცოდავს, ღმერთო, შემინდე!
ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება. მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო! ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას... მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.
ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს, (ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა). მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.
ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად: მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!.. ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა, ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.
თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა, ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას. ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა... არ თავდება ვარამი და იობის წამება.
ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს (თუმცა რაა იმედი? - წამიერი ფარ-ხმალი). მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს, ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.