პარასკევი, 29.03.2024, 09:10 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე
გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე
17:39
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,

და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,

სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3101 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.6/20 |
სულ კომენტარები: 2
2 უყჰჯპო;ვყ  
0
ჯოყტ |(*"[;ტ7პლყგ,ჯი/თ"ლოკყჯმც, | "დრლყკტ

1 აკა  
0
კარგად მოუსმინეთ ან წაიკითხეთ ლექსი და მერე დაწერეთ რამე...ბლიააად

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0