ოთხშაბათი, 24.04.2024, 17:30 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - მერი
გალაკტიონ ტაბიძე - მერი
17:39
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე

იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე

იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.

მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...

მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,

ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

იყო ობლობა და შეცოდება,

დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...

ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები

აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა

რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!

ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -

ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?

რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან მიტოვებული.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 11708 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.8/89 |
სულ კომენტარები: 391 2 3 4 »
39 qeti  
0
xval poeziis sagamo maqvs da es leqsi avirchie imitom rom galaqtion tabidze chemi usayvarlesi mweralia. da es leqsic miyvars...is namdvilad erterti ukvdavi poetia.

38 Lika  
0
Dzalian magari leqsia..magrad miyvars

37 elene  
0
dzalian kargi leqsia <3

36 teo  
0
ganumeorebeli leqsia

35 ლინე  
0
ვგიჟდები ამ ლექსზე <3

34 MaRi  
0
ზეპირად ვიცი^^

33 ika  
0
dzalian saintereso da gulshi chamwvdomi leqsia

32 shota  
0
es genialuria !

31 Mari  
0
Gvantsa, ezareba gogoshkas wakitxva... -.- vigac shennairi rom galaktiobs debilobas daudzaxebs, sashveli ar hqonia chven qvekanas... da tu arc wagikitxavs winaswar azris gamotqmas tavi daanebe ^^

30 lela  
0
ძაან მაგარი ლექსია მე მაგრად მიყვარს

1-10 11-20 21-30 31-39
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0