პარასკევი, 29.03.2024, 15:00 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » ნიკოლოზ ბარათაშვილი - აღმოხდა მნათი აღმოსავალს...
ნიკოლოზ ბარათაშვილი - აღმოხდა მნათი აღმოსავალს...
16:59
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,

მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,

დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც გლახ გული

მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული!

ნუ თუ აღმიჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად;

ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად;

კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი მიყრუებულნი

და განმიახლო ნეტარების დღენი წარსრულნი?

მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საოცარი

და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!

მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა

და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!

დავმღერდე მას დროს, როს ვარსკვლავი მშვენიერის ცით

მინეტარებდა სიცოცხლისა დღეთა სიამით;

მოვსთქვამდე, თუ ვით მიმეფარა იგი მსწრაფლ ღრუბელს,

ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა შვების მომფენელს!

ვჰფუცავ ძლიერსა სხივსა შენსა, ჰოჲ, მნათო ჩემო!

ოდეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო,

მყის დამიღამდეს ამ სოფლისა სიამოვნება

და შენთვის დავთმო ტრფობის წინდად ყოვლი დიდება!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1639 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0