პარასკევი, 19.04.2024, 07:09 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » მირზა გელოვანი - თოვლი
მირზა გელოვანი - თოვლი
20:03
თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,

სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.

მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი

და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,

თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.

იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი

შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.

წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.

მათოვდა წუხელ, აცად ვარ ახლა

და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.

ამდენი ვნება, ამდენი დაღლა

სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.

თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,

სად გიღამდება დღე თოვლნარევი,

დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,

ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2691 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0