მირზა გელოვანი - ჩვენ განვშორდებით | 20:08 |
ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი
დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი, შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი, შენი მზერა და ხმა გასახარი. მე დამავიწყდა ქართული ხმები, მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს, ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით, მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს. და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე ეპიტაფიებს დაფარვს ხავსი, მაგრამ ჩემს ლექსში ჩამქრალ თვალებზე ვინმე შკრთება გრძნობებით სავსე. ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვა შენი რუსული ხმების შეხებად, როგორც ყოფნაში შეუხვედრელთა მოუხუცებელ ლექსში შეხვედრა. | |
| კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1682 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 | | |
| სულ კომენტარები: 0 | |
| შესვლის ფორმა |
|
| ძებნა |
| კალენდარი |
| ჩვენი გამოკითხვა |
| საიტის მეგობრები |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |