შაბათი, 20.04.2024, 01:19 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » ნიკოლოზ ბარათაშვილი - ვპოვე ტაძარი
ნიკოლოზ ბარათაშვილი - ვპოვე ტაძარი
17:00
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,

მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!

მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?

განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;

მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,

მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!

მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!

განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, —

არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!

დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!

ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!

ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი!

ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი,

და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 6193 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.8/13 |
სულ კომენტარები: 1
1 lola  
0
magari leqsia mevasa

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0