პარასკევი, 26.04.2024, 14:48 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 3 » გალაკტიონ ტაბიძე - ამაოებავ
გალაკტიონ ტაბიძე - ამაოებავ
17:28
ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი

ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ჯვარი.

დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი,

გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი.

მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან

გათხრათა ფშნები, როგორც არხები.

არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან,

მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები.

თუ იტყვი ძველი გზებით დახევას,

შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?

თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,

ნახევარს - მცხეთის გარეუბნები.

ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის,

ძირს დაიხედავ - რა გეფიცება?

მკვდარს - გვერდზე წვენილს, ხელფეხმოკეცილს -

ორმო-სამარხში გაეღვიძება!

ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად -

მტკვარი მოხვდება ხელთ ბრინჯაოსი

და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად

ველი სამთავროს სასაფლაოსი.

სვეტიცხოვლიდან შეხედავ ტყე-ველს

ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ჭაღში -

და ივერიის როსმე უძლეველთ

გმირთ წინ მიუძღვის თვით პიტიახში.

ახ, მტერი, მტერი, ის ტყისკენ იხევს,

არმაზის ხევით მისდევს წვალება,

მაგრამ უძლეველს არმაზის ციხეს,

მთაზე მდგომს, როგორ დაემალება?

უზარმაზარი გალავნის კედელს

ის გაეკვრება, შიშისგან მკვდარი.

ახალო მცხეთავ, შენს შეუწყვეტელს

ამღელვარებას ჟღერს ჩემი ქნარი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1700 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0