ოთხშაბათი, 24.04.2024, 04:45 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ტერენტი გრანელი - გაზაფხული
ტერენტი გრანელი - გაზაფხული
07:48
ვარ ასე მოღლილი და სახედამწვარი
და ყოველი ღამე - ეს ჩემი ლოდია.
მე მივალ ბაღისკენ, გათავდა ზამთარი
და უფრო ნათელი დღეები მოდიან.

მე ბევრჯერ მქონია დარდი იშვიათი,
ბევრჯერ თავის მოკვლაც მქონდა განზრახული.
გუშინ მომენატრა ფოთლების შრიალი
და ჩუმი საღამო ისევ გაზაფხულის.

და მგონია ბედი ქარში დამარხული,
მგონია, ვიყავი და ახლა აღარ ვარ.
ლურჯი სიზმარივით მოვა გაზაფხული,
როგორც სიარული და როგორც დაღალვა.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1841 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0