პარასკევი, 26.04.2024, 13:22 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ლადო ასათიანი - ანდერძი
ლადო ასათიანი - ანდერძი
07:56
იყავი მუდამ ასე წარმტაცი
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი.

გეცვას ქართული კაბა ქათიბი,
წმინდა სამოსი ჩვენი დედების,
იყავი მუდამ ასე ნატიფი
და ნურასოდეს ნუ დაბერდები.

რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით
მაინც გხედავდეს ალავერდობას
და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი,
ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!

იყავი მუდამ შეუშიშარი,
აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,
და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,
მოწამე არჩილ მეფის ასული.

ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,
გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული
და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,
მონახე ჩანგი და სალამური!

იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,
გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,
ბნელ უკუნეთში გადავარდნილი.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1761 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარები: 1
1 kaxa  
0
მაგარი ლექსია,ძალიან მიყვარს ეს ლექსიი!!!

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0