პარასკევი, 19.04.2024, 12:45 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ლადო ასათიანი - ლენინის ტომი
ლადო ასათიანი - ლენინის ტომი
08:10
ბევრი წიგნი მაქვს ყმაწვილს ნანახი,
ბევრჯერ მიგრძვნია აღფრთოვანება,
ზოგში მომწონდა იგავ-არაკი,
ზოგში - მარტოდენ ხატოვანება.
ბევრი მათგანი სულ არ გაჭრილა,
გაჰყვა საყვარელ ქალს თუ მეგობარს,
ბევრი კი შერჩა ჩემს შავს განჯინას,
ვით მტვერწაყრილი უიმედობა.
ბევრი გახუნდა ბედის ტრიალში
და ნელ-ნელ მიდის შავ სამარემდის,
მაგრამ ეს ერთი ცისფერყდიანი
ჩემს მაგიდაზე დარჩა მარადის.
მან მოარჩინა ჩუმი წუხილი,
ჩემს სიმღერებში გამოვლენილი,
მის ფურცლებიდან შუბლშეჭმუხვნილი
მესაუბრემა მამა ლენინი.
ის ლაჟვარდით ფურცელგაშლილი
ჩემი მზე გახდა, ჩემი მშვენება,
მან შემასწავლა მე კომკავშირით
განახლებული ქვეყნის შენება.
ასე გულდაგულ ვერ ვიბრძოლებდით
რომ არ გვიძღოდეს მისი ცისკარი,
იგი წიგნია ჩვენი ცხოვრების,
ყოველდღიურად წასაკითხავი.
ბევრი წიგნი მაქვს ყმაწვილს ნანახი,
ბევრჯერ მიგრძვნია აღფრთოვანება,
ზოგს შემოაცვდა ყდა და ვარაყი,
ძველი ვერ შერჩა ხატოვანება,
ზოგიც გახუნდა ბედის ტრიალში
და ნელ-ნელ მიდის შავ სამარემდის,
მაგრამ ეს ერთი ცისფერყდიანი
ჩემს მაგიდაზე დარჩა მარადის.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2386 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0