ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:08 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ლადო ასათიანი - ნადირობის შემდეგ
ლადო ასათიანი - ნადირობის შემდეგ
08:14
გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ.
დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.
და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,
ღამე გასათევი შემოხვდათ ადგილი.
თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები
და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:
ირმების,
ჯიხვების,
არჩვების,
დათვების -
სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.
და რა წამს მთვარემ ტყეზე გადაიარა,
სასმური ასწია ლევან დადიანმა:
- კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,
გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!
- კურთხეულ იყოს, - აღმოხდათ თავადებს, -
ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს!
და უცებ ქუხილმა ტყეზე გადაიარა:
- ვინ მოჰკლა,
ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,
ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?
- მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა.
ღამეში თვალების გადაბრიალებით
ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.
ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა
(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):
- ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ,
ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს!
- გულჩვილი ყოფილხართ, ლეჩხუმის თავადი,
ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით,
ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია,
მაგ ირმის გვერდით რომ რქოსანი ტახია! -
სთქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა
თავადმა მაღალმა, ჟღალულვაშიანმა.
ნაკვერჩხალებივით ელავდნენ ღამეში
თვალები ვეება გარეულ კამეჩის.
და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი
წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები.
წყვდიადში თვალების გადაბრიალებით
რიგ-რიგად ყვებოდნენ შავნაბდიანები:
- პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი,
პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი!
სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ყვებოდნენ,
რომელმა მათგანმა რა მოჯკლა, რა ბედზე.
ახარხარდებოდნენ, აყაყანდებოდნენ
და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე.
- ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი
ცოცხლობდეს,
შრომობდეს,
ომობდეს მთავარი!
ტყე არ შრიალებდა, დაწვნენ და დაოსდნენ
ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები,
და ეწყო თავები, ვით სასაკლაოზე,
ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით...
თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი
ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2220 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.5/4 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0