შაბათი, 27.04.2024, 01:19 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 4 » ლადო ასათიანი - პირველი მჭედლები
ლადო ასათიანი - პირველი მჭედლები
08:17
იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები...
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები,
პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,
ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
კვერითხუროი ვეება, რვალის და რკინის მჭედელი
და საბერველი, ვეშაპის ყბასავით გაუხედნელი.
უგანივრესი ფილტვები, ჰაერი დაჟანგებული.
ბაასი: ჭექა-ქუხილი და ერი აჯანყებული.
ქურაში ცეცხლის ენები - წითელი აბრეშუმები,
კედლებზე ახალთ-ახალი, თხუტმეტწყრთიანი შუბები,
უზარმაზარი ფანჯრები, გაჭრილი თაღებამდისა,
დასახარჯავი ხანჯლები და პერანგები ნაბდისა!
იბერიელთა სოფელი... მაღალ-მაღალი ცხენები...
ხალიბის ფოლადს ადნობენ მამაცი ხალიბელები.
პირველყოფილი სამჭედლო - გრდემლი და ურო ძლიერი,
ქართულ იარაღს აწრთობენ მამაცი იბერიელნი.
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1877 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0