ანა კალანდაძე - ასპინძას მიდის მეფე ერეკლე | 16:30 |
ასპინძას მიდის მეფე ერეკლე,
თათარზე მიჰყავს ქართლის ლაშქარი... გადაიარეს ბებერ ხერთვისთან, საათაბაგოს მტვერი აშალეს... უკან დატივეს ძველი აწყური – ისიც მრავალი ბრძოლის მომლევი... ბევრი მტერი გყავს, დიდო მეფეო, არავინაა შენი მომრევი! მზე ბრწყინავს შენი ლაშქრის მარჯვენას, მზე კელაპტარობს იმათ მახვილზე... სულ გამარჯვებით, ძველით, მხედრებო, ესმოდეს მიწას თქვენი ძახილი; შენ გაგიმარჯოს, ხალხის ლაშქარო, ქართლის ხსენება რომ არ წაშალე!.. გადაიარეს ბებერ ხერთვისთან, საათაბაგოს მტვერი აშალეს. | |
| კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3858 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.6/26 | | |
| სულ კომენტარები: 15 | 1 2 » | ||||||||||
| |||||||||||
| 1-10 11-15 | |||||||||||
| შესვლის ფორმა |
|
| ძებნა |
| კალენდარი |
| ჩვენი გამოკითხვა |
| საიტის მეგობრები |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |