სამშაბათი, 16.04.2024, 23:19 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » 2009 » აპრილი » 5 » გიორგი ლეონიძე - თაღრია
გიორგი ლეონიძე - თაღრია
07:21

-სინათლე გაგვდის ფერდებიდან, შიმშილით ნაწლავები გვეწურება! _ შემომჩიოდნენ გლეხები.

ბევრი, უიმედო ცხოვრებას დამორჩილებული, წამოიკვნესებდა: ნეტავ როდის ამოსულა მთვარის ადგილის მზეო?

ცხოვრებაზე ხელჩაქნეული იყო ჩემი მეზობელი გლეხი. თაღრიაც, ახოვანი, მტკიცე აგებულებისა, ყალიონის ბოლისაგან შექარვებული თეთრი წვე_ულვაშით შეხირხული, წვრილშვილი, შვიდი გამურული გოგოს პატრონი_სიღარიბისაგან გაწყალებული, ჯანით მრეთა_მრე, სიღარიბის ვერ მომრევი.

ახლაც თვალწინ მიდგა თაღრია, ძალმიშვებული, დუნე, მთვლენარე, უსურვილო, სიღარიბით თითქმის გონებადაჩლუნგებული.

ამაყი კი იყო.

„გვიბოძესი“ არა მინდა რაო! _ ჯიქური სიამაყით ითმენდა სიღარიბეს.

_ დედაკაცო!

_ რა გინდა შე ნაცარ დასაყრელო, ავთვალო! _ ასეთი ალერსით უპასუხებდა თაღრიას მეუღლე თოთოლა, რომელიც ცისკრიდან ბინდამდის ფეხჩაუხრელად ფუსფუსებდა, ფარფატებდა. ძილს არ იძინებდა. როგორც სურა არ დაწვება,ისე იდგა ფეხზე. ქიშმიშივით დამჭკნარსა და სარივით გამხმარს, ან რაში ედგა სული.

თავისი სიღარიბის საიდუმლო იცოდა თაღრიამ და კიდევაც უტყვად დამორჩილებოდა.

ღმერთო დიდი მექუდეა!განა თარღიას არ დაჰყვა ქუდბედი დაბადებისას?მაგრამ მშობიარობის ორომტრიალში ბებია ქალებმა თურმე ქუდბედი დაუკარგეს, ვეღარც იპოვეს და...დარჩა თარღია უქუდბედოდ. ამიტომაც არ აქვს ხვავი და ბარაქა მის შრომას. შვიდი გოგოს მამად ყოფნაც სწორედ ქუდბედის დაკარგვის ბრალია! ეს იცის და აგარც მუშაობს მონდომებით, იცის, რომ სულ ერთია, ცხოვრებაში არაფერი გამოუვა.

არც თოთოლას დაჰყოლია ბედი!მასაც აქვს თავისი წილი სასაყვედურო.

_ბედნიერი ბედი გინდა ძვირფასო?ამაღლება დღეს, დილაადრიან, მინდორში ოთხყურა უნდა მოწყვიტო ოქროს ბეჭდით და ბედნიერებას მოგიტანს!

_მე კი სწორედ იმ დილას ვნახე მსუქნად გადაშლილი ოთხყურა ჩვენი ვენახის თავში! ბევრი ვუტრიალე, ჩემს გარდა არავინ იყო სიახლოვეს, მაგრამ ოქროს ბეჭედი ვინ მომაშავა? მამამ არ მიყიდა,ძმამ და ნათლიამ! ამიტომ დავკარგე ბედი და და ახლა თარღიას ცოლობაში უნდა ვცვითო ჩემი ღონე და ჯანი! შემაყელთა სიღარიბემ!

ეჰ, რა ვიცოდი, თურმე მძინარე მდინარეს მიეპარე, თუ უხელთე, რასაც ჩააგდებ შიგ, ოქროდ გადაიქცევა. მეც არ მენაღვლებოდა, უბრალო თითბრის ბეჭედი ჩამეგდო მდინარეში, გაოქროვდებოდა, ამოვიღებდი და მით ოჰგგ ოთხყურას მოვწყვეტდი. მაგრამ რა ვიცოდი.

ახ, ჩემი ოთხყურა ვინ მოწყვიტა იმ უღმერთომ, ვინა?- მწარედ ჩიოდა თოთოლა და თან პატარა გოგოს გულმოდგინედ თავს უხილავდა.

სიღარიბისაგან გაოგნებული თაღრია ხან დღიურ მუშადაც წავიდოდა ხოლმე. სხვისას უკეთ მუშაობდა, ვიდრე თავის ოჯახში, რადგან იქ რიგიანი კვება ჰქონდა,

შინ კი სად იყო ჯეროვანი შეპატიება! ამიტომ ეზარებოდა შინ მუშაობა და ცოლს მიანება ყველაფერი.

თაღრია სიღარიბით იყო დაქანცული. მისი მხიარულება არც მინახავს, არც გამიგონია. მხოლოდ ერთხელ, მახსოვს, სიმღერით შევიდა თავის ეზოში, ქუდი მოიხადა, დაახეთქა მიწაზე და შესძახა: “მართალ ძუძუს გაუმარჯოსო!“ და იქვე ფშატის ქვეშ მიწვა, მიიძინა. კარგა ხნის შემდეგ ვენახიდან დაბრუნდა თოთოლა, ნაგლეჯი ბალახით ხელში. მიწაზე გაწოლილი მთვრალი ქმარი რომ დაინახა, შეძრწუნდა, მაშინვე სველი მჩვარი დაა შუბლზე. რომ არა გამოვიდა რა, ვერ ჩააგდო, მერე ლიტრით წყაროს ცივი წყალი შეასხა პირზე, ეგების გამოფხიზლდესო.

დაფეთებული წამოხტა თაღრია და კინაღამ გაბდღვნა.

_ შე უღმერთოვ, რად გამაღვიძე? მე უკანასკნელი გროში დავხარჯე, რომ დავმთვრალიყავ, შენკი მაფხიზლებ, ღმერთი არა გაქვს? _გულმტკივნეულად ჩიოდა ძილიდან გამოსული და ახლა ისევ შეუბრალებელ სინამდვილეს შემაცქერალი საწყალი თაღრია.

...მთელი დღეები გარინდებული იჯდა დერეფანში და განუყრელ ჩიბუხს აბოლებდა, მაგრამ ჩიბუხზე მეტად თაღრიას ძილი უყვარდა; ცოლიც ამიტომ ეძახდა „სამძილას“,რაზედაც თაღრიათავს იმართლებდა: _სულ ერთია, ქვეყანას ვერ გავასწრებ და ძილსაც მოვცდებიო.

_მეორედ მოსვლის საყვირიც ვერ გააღვიძებს მაგ სამძილასაო! _დაცინვით იტყოდა სოფლის მღვდელიც.

და... ეძინა გულიანად, შეუმღვრელად... მისი გაღვიძება ერთი ამბავი იყო ოჯახისათვის.

მახსოვს, ცისკარი რომ აციალდებოდა ცაზე, ხმაური ატყდებოდა თაღრიას დერეფანში. მე მახლობლად, ჩვენს აივანზე, ვიწექი. დილის ჰაერი ხომ მკაფიოდ გადმოსცემს ხმას და თითქოს ახლაც ჩამესმის ყურში ცოლ-ქმრის შეჯავახება:

_ადე, კაცო, ადე! გეყოფა, ძილუავ, არ გამოსცხვი ძილითა?

_თავი დამანებე დედაკაცო, შე ჩემისა! რას იღერღები ძაღლივითა! _და უფრო კუჭავდა საბანს. წევს თაღრია და თან ფიქრობს თვალდახუჭული:

_ავდგე, თორემ ვაზით დაგრაგნილი ზვარი არ მელოდეს. ხარის ენის ტოლა ვენახი მიგდია რაღაც; იმას შენც ეყოფი, რა უნდა ვიმუშავო გამოღალულ, გამოფიტულ მიწაზე!

_ავდგე, თორემ გამართული გუთანი არ მიცდიდეს. ურემი ცხვრის ფარა, ნახირი შორაქანზე არა მყავდეს გასარეკი და ცხენის ჯოგი, ღორის კოლტი მოსავლელად!

-ავდგე, თორემ მამა-პაპის ზედაშე არ მელოდეს და ხიზილალას შეჭამამდის არ დამიდგან წინ ამ ჭილობის ძველაზე მეტი რა მაბადია? ამისათვის ავდგე?

-ადე, თავხმელო, ცისკარი გადავიდა!

-ადე მთელი ქვეყანა ადე, მთელი ქვეყანა საჩოთი აივსო,-არა ცხრებოდა ცოლი, თუმცა მხოლოდ ჯერ ცისკრის ციალა კრთოდა ცაზე.

-შე ძუძუნაწყვეტო, რა მისძარ-მოსძარ ხმელეთი? დედამიწა შეიზნიქა შენი ჭყვირილით!

-ადექი, შე დევერნახა, მარტო ამ ჩვენი დერეფნის მერცხლიას მრცხვენია, რას იტყვის ჩვენს სიღარიბეზე.

-ადე, საცაა მზე ამოვიდა!

მაშინ კი იფეთქებდა ,თაღრია, თითქოს კლდემ გახუვლაო.

-დედაკაცო, მე ვინა ვგდივარ, მზეს ავუსწრო! ჯერ მზე უნდა ამობრძანდეს, მერე მე ავეთრიო!

ეტყობა ამ ყოვლადშემძლე დასაბუთებას ვეღარ უძლებდა თოთოლა და ისიც თავს მიანებებდა ქმარს, რომელიც ახლა საამო ნეტარყუჩობაში წავიდოდა.

და მცირე ხანში ისევ თავიდან იწყებოდა:

-ადე, შე გასაციებელი!

-ადე, მამა, მამილო, მამაგულა,- ალერსით დაეხვეოდნენ ბალღები, თან მხარში უდგებოდნენ, ზოგი წინდას აწოდებდა, ზოგი ქალამანს, ქამარს, ზოგი ჩვრებს, რომელთაც ახალუხი და შარვალი ერქვა. ერთი წლის გოგო იამზე ცაცებით ქუდს მიაწოდებდა.

მაშინ დიდი ამბით დაიწყებდა ადგომას თაღრია; დაიჭერდა ცალ წინდას ხელში მკსა

და ჩაცმის მოლიდინში გარინდდებოდა, თითქოს ფიქრობდა: ღირს ადგო მა თუ არაო? ახლა იმაზე გაიხეთქავდა გულს თოთოლა:

-ახა ვაითას, ახა ვაგლახთას შენს ხელში!

-ნეტავ რა დროს მუშაობაა, ვერა ხედავ როგორ იკბინება მზის თვალი?-მორცხვად შეუბედავდა ცოლს თაღრია,მაგრამ კალო უკვე ჩაშლილი იყო თოთოლასა და ბაშვების მიერ ცხენშებმული კევრი უცდიდა ოჯახის უფროს.გოგო-ბიჭები კარგა ხანია რაც კევრზე ისხდნენ და ზარმაც მამას ჩუმად ახელბდნენ.

მალე თაღრია კევრზე იჯდა და თან ოროველას აზუზუნებდა.

მეტად მძიმე იყო კალოზე მუშაობა: უმზეურად კალოს ჩაშლა, მერე მთელი დღე სიცხიგულზე, საფიცხარში კევრზე ჯდომა.

-რა ვქნათ თუ გაზაფხულის სიცხეში ტვინი არ ავიდუღეთ, ისე ზამთარში ქვაბი ვერ აგვიდუღდებაო!- დასძენდნენ გლეხები.

ჩვენ ბალღებს მეტად გვიხაროდა კალო: კევრზე სრიალი, კალოს მსხალი, არნადით კალოს შეხვეტა და განიავება, საღამოთი კი ახლად მორწყულ კალოზე წითელი ხვავი და მის გარშემო ლხინი, ტაშგოგონა, სიცილი, თქართქარი, ვარსკვლავების თვლა, ვერცხლურ მდინარის გამონაჟონი-ირმის ნახტომი და მთვარე, მოქათქათე, ღიმილიანი მთვარე.

რა ვიცოდით, თუ რა აწუხებდათ ჩვენს უფროსებს. რა ვიცოდით, თუ მათ უმთავრო, უმთენარო ცხოვრება ჰქონდათ?

კატეგორია: პროზა | ნანახია: 2787 | დაამატა: Poetry | რეიტინგი: 4.7/3 |
სულ კომენტარები: 2
2 irishaa  
0
mooookle shinaarsii gtxoovt dadeet raa : (

1 ელენე  
0
dzalian gtxovt dadot raime mogineba giorgi leonidzeze am yvelapers adamoani wignshic naxavs magram sruliad shesadzlebelia ver naxos kompiutershi da aseve bavshvebi wignshi titqmis arc ixedebian da kompiutershi arian shemdzvralni da movitxov dadot MOGINEBEBI

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0