შაბათი, 20.04.2024, 14:49 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » მასალის არქივი
ბორგი, უსმინარი, აღმართი-კაცი იყო ხვედია. ვის არ ახსოვს ჩვენს სოფელში უკეთური, გულღორღიანი, ღვარძლა, ჭინჭყლიანი, ენიდან შხამის მდენელი!

შესახედავად ძნელი იყო: დამშხალული, შეკვამლული, ჩაღრუბლული, კუზიანი, თანაც წყალდასხმულ-ნაცრისფერი.

მოთმინებიდან გამოსული ძმა ეტყოდა: __ კაცი ხარ, ქვა-კაცი თუ ხერტკინა, შე გულდაფშვნეტილო?1

__ რაო, დაგებეჯა ენის ხორცი განა? __ მრისხანედ შეუძახებდა ხვედია ცოლს, თუ ორ სიტყვას გადააცდენდა საწყალი დედაკაცი.

__ ღვიძლი ჩამილპო ამ კაცის გულგამომხრავმა სიტყვებმა! თოკივით წამიჭერს ხოლმე ყელში! როგორც კალთაზე ნაკვერჩალი დაგეცეს და მაშინვე არ გადააგდე, თორემ დაიწვები, ისე ჩემი ქმრის სიტყვებია, __ ჩიოდა უბანში ნინორე.

არავინ უყვარდა ხვედიას, მით უმეტეს, ჩიტები.სძულდა ნიბლია-ბეღურები. არც მათთვის იშურებდა გულის დამბოლავ სიტყვებს.

__ რა ამბავი გაქვთ, სხვაგან ალაგი ვერ მონახეთ? __ დილაობით შესძახებდა თავის ვენახში მოჟღივილე ჩიტებს და გაბეზრებული, გაშმაგებული მოჰგლეჯდა სარს, შესტყორცნიდა ჩიტებით დახუნძლულ ხეს და გარეკავდა ის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 2590 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (3)

ეს პატარა წიგნი,-ჩემი ყრმობის მოგონებანია. მაშინდელი განცდილი, დანახული ქართულ სოფელში.

მინდა მკითხველს გავუწოდო, როგორც სახილე ტაბაკი თუ ხახალი და მით ჩემი ბავშვობის მოგონებათა ხილი მივუწილადო.

კი არ უნდა ვწერდე, ყვავილებით უნდა ვწნავდე,ჩემი სოფლის ყვავილებით უნდა ვქსოვდე ამ წიგნს კაბადონებს.შიგ ჩემი ცისა და მიწის ღიმილია ჩართული, შიგ ჩემი ყრმობის სუნთქვაა!

რა ტკბილი იყო შუქელვარა დილა პატარძეულში!ოქროვანი ხმით მოწკრიალე გაზაფხულის დღეები, როცა ჩვენც ნუშებივით ვყვაოდით, როცა ფეხქვეშ მიწა გრიალებდა, გული გვედგა ოქროს ბურთისა და თავს ოქროს წვიმა გვაწვიმდა.

ეს ჩემი სიტყვაც იმ გაზაფხულის დილიდან არის გამონაწური, იმ წყაროებიდან გამონაჟონი, რომელთა თავზე მდგარ ნიგვზნართა ხეივანში გულყვითელა ,,ბიჭო გოგიას“ მომძახოდა, როგორც თანამოსახელესა და მეგობარს...

ეს სიტყვები იმ ლურჯთვალა იებში მიპოვნია, ჩვენს მიდამოებში რომ

ვკრეფდი, იმ ყაყაჩოგარეულ ჯეჯილებში, მზით ამოვსებულ თავთავებში,

შეთქვირებულ ყანებში რომ დგანან სხივმოსილი სიტკბოებითა და იდუმალები ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 3026 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (0)

სკოლიდან მხიარულად გამოცვივნულ ბავშვებს სოფლის დიდ ცაცხვთან დაგვხვდებოდა ჩორეხი და როგორც ბატკნებს მწყემსი, ისე გადაგვარჩევდა რამოდენიმეს და გვმოძღვრიდა, გვწვრთნიდა, გვრჯულავდა, გვასწავლიდა...

ჩვენი ნამდვილი მასწავლებელი მართლაც ჩორეხი იყო და არა ჭროღა ლონგო, რომელმაც თავისი გაკვეთილების მეტი არაფერი იცოდა!

დარბაისელი ჩორეხის საგანი ერთადერთი იყო - საქართველო და მისი სიყვარული!

და აი, ახლაც, ცაცხვის ქვეშ, გვიკითხავს „საქართველოს ისტორიიდან“ თევდორე მღვდლის თავდადებას და ბოლოს ლოცვასავით ჩაგვიკითხავს ზეპირად, როგორც გულში გადამდნარ საკუთარ გულისთქმას, და ხმამაღლა გაგვამეორებინებს „კალმასობიდან“:

„ქართველნი წინაპარნი ჩვენნი იყვნენ თუმცა კირთებასა შინა სხვათა და სხვათა მპყრობელთა მიერ, - მაკედონელთაგან, რომაელთაგან, ბერძენთაგან, ეგვიპტელთაგან, სპარსთაგან, სკვითთაგან, ოსმალთაგან და ჩინგიზთაგან, მაგრამ სიყვარული მამულისა და სიმაგრე სულისა ვერა დაატოვებიეს, იძლევდნენ და სძლიეს, იდევნენ და განდევნეს და ესრეთ მოიგეს უკვდავებისა სახელი!“

ამ სიტყვებზე ჩ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 3188 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (0)

შუადღის სიცხე ანთია სოფელში. სიჩუმეს მხოლოდ ორღობეში ჭრიჭინობელას დამღლელი ჭრიჭინი არღვევს... გზას სძინავს...

ყოფილი სემინარიელი, ანარქისტი იორამ, სოფლის შარაზე მოაბოტებს.

იორამს ლურჯი სატინის ხალათი აცვია, აბრეშუმის ფუნჯაღვედით შემოჭერილი.

ზამთრობით პალტოს საყელო მუდამ აწეული, თავზე აუცილებლად შავი „შლაპა“.

ლაპარაკისას ქუდს იხდის და შავ ფაფარს უკან გადაიყრის.

ხშირად შევსწრებივარ:

მოპირდაპირე მხრიდან ზანტად მოაბიჯებს შუახნის მღვდელი ზირაქი, „სანთლიკუდა“ დიაკვანთან ერთად.

მღვდელი ცერად იყურება და სოფელში „ცეროს“ უძახიან ზედსახელად.

იორამი წინ გადაუდგება მღვდელს და თავისი ბოხი ხმით, ისე რომ ქვემოუბანში ესმით, დაიწყებს:

– აბა, მღვდელო, მითხარი, რამ შეჰქმნა ქვეყანა?

– ღმერთმა, უფალმა, – ფიცხად მიუგებს მღვდელი და განაგრძობს: – მაშ, ვინ შემოსა ცა ღრუბლით, ზღვა ვინ შემოადგინა მიწას, ქვეყნის სივრცე, სიღრმე ზღვისა მაშ ვინ გაზომა, თუ არა ღმერთმა?!

– კარგი და პატიოსანი! მაგრამ ესეც მიბრძანე, მღვდელო, ვინღა შექმნა ძონძი, ჭუჭყი, ჭლე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 2321 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (0)

„ ... ქართველნი... სალაშქროთა შინა ახოვანნი,

საჭურველმოყვარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის

მაძიებელნი ესრეთ, რამეთუთვისთა სახელთათვის

არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა“

ვახუშტი

„ სახელიანებ საფლავებს

გულდიდად გადმოვცქერიო“.

ხალხური

„ მკვდარს ულოცავენ სახელსა

ჩვენ კი გვიწყენენ ჭირსაო“.

ხალხური

I

ჩემი სოფლის თავში თეთრი ციხე-კოშკი დგას, თავჩამორღვეული, ნანგრევი, ხავსდასხმული ლოდებით, სახელოვანი სიმაგრე, ძველად დიდად ნაბრძოლი ახლაც ატყვია, ალყაში ჩამდგარ, მოიერიშე მტერს ხმლები რომ ზედ ულესია ციხის ძირითა ლოდებზე.

ერთხელ, ბრძოლა რომ გათავებულა და მტერი გაქცეულა, ჩვენებს თურმე ნიჩბით მოუხვეტიათ ტყვია ციხის გარშემო, იმდენი უსროლია მტერს!

ჩემს ბალღობაში მსმენია, თურმე, დანიშნულ ღამით, ცისკრის ამოსვლის უწინარეს, თმაჭაღარა მანდილოსანი გაფოთებული ჩამორბის ციხიდან თავქვე, მთვარის კიბეზე, ვიღაცას შორიდან აუქნევს ხელს და ამრიზებული მკაცრად შესძახებს:

__ არ გაბედო მოსვლა, სირცხვილიანო, არ მომეკარო!

ტანაბჯრიანი, დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 3168 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (1)

როდესაც რომელიმე კრებას თუ საქმიან თათბირს ვესწრები ხოლმე და ფიცხი ორატორების გამოსვლას ყურს ვუგდებ, მაშინვე ჩვენი ფორე მომაგონდება!

ფორე! გუგულიანი საათი რომ გამოიწერა ვარშავიდან! ნათლად მახსოვს ის დღე, როცა მან ჩემი დასწრებით ამანათი გახსნა და ყუთიდან ამოღებულმა საათმა ფორეს ხელშივე ,,გუგუ” დაიძახა!

ფორე! რომელმაც 1910 წელს, ლევ ტოლსტოის სიკვდილზე სთქვა, რუსეთის მზე მოკვდა, მე რომ ფული მქონდეს, მთელ რუსეთს შავებს ჩავაცმევდიო!

ფორემ, პირველმა სოფელში, სამკალი მანქანა შემოიტანა, მთელი სოფელი ზედ დაეცა გაკვირვებული. ალბათ ისე აღტაცებული იყო ადამიანი, როდესაც პირველად წყლის წისქვილი გამოიგონეს და მძიმე ხელსაფქვავების ბრუნვისაგან გაანთავისუფლა მონა ქალები.

ეს ის ფორეა __ ქრისტეფორე თამარიძე, რომლის ოთახის კედლებზე ეკიდა რუსთაველის, შექსპირის, სპენსერის, ოუენის სურათები. გორის საოსტატო სემინარია ჰქონდა გათავებული, მაშ, რა გეგონათ!

სწორედ ის ფორეა, რომელმაც მღვდელს შენიშვნაზე, __ რათა სჭამ მარხვას, სულს გაუფრთხილდიო, უპასუხაა: მეც იმიტომ ვჭამ ცოცხა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 1964 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (0)

ეხ,შვილიერება ჩემი დასრულდა! სამემკვიდრეოდ ვაჟი არ მეყოლა! ცასა და ქვეყანაზე მარტო დავრჩი! დიდ გვარს, დიდებულს ღმერთმა შვილი არ მიბოძა. რა ვქნა, რომ ჩემს უკან არავინ რჩება ჩვენი დიდი გვარიდან! გვარია, განა მატყლია! ჭირს, განსაცდელს, შეწუხებას, ჭირდებულებას რამდენს შევებრძოლე, ისევ ღმერთს უნდა შევწირო მადლობა! __ამბობდა ნამგალივით მოხრილი, თვალზე ნისლ-წაკრული ნათავადარი ყადორი რევოლუციის პირველ დღეებში და თან პირჯვარს იწერდა._დიდება შენდა უფალო დაუსაწყისო! მაგრამ ვინ შესცვლის ზენასუფევას?

_მითხარ , ყმაწვილო, რომელი ერთი ვიჩივლო? გვარის ამოწყვეტა, მხცოვანება თუ მამულიდან ცარიელათ დარჩომა? _ჩიოდა კომისრის კანცელარიის ზღურბლზე გვარის უკანასკნელი შთამომავალი, გვარის დამბოლოვებელი ყადორი, რომელიც ახლა უკანასკნელად თხოვნით მისულიყო კომისართან, რათა ნაკუთვნილარი საბალახე მთა უკან დაებრუნებინათ საზრდოდ, სარჩომად... ცხენი იქვე, მარგილზე გამოება. ყვავები და ყორნები სდარაჯობდნენ მოლოდინში თავადის რაშს....

ცხენიც მშიერი იყო, ბატონიც! მსახური ბიჭი “შავბეწვა“ღორისწველაშ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 2218 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (0)


თუ კახეთის გზაზე გაგივლიათ, გეცოდინებათ, თბილისის სიახლოვეს ლოჭინის ხევი!

ახალ ხიდქვეშ ლოჭინის ხევისწყალი მოწანწკარებს თავმდაბლად, ქვიშაზე ტკბილად გადამავალი. ზაფხულის პაპანაქებაში ოდნავღა მოჩანს, დაჭრილი მტრედის ფრთის ბარტყუნივით ძლივსღა მიიგნებს გზას.

ამ წყალსაც ახსოვს ჩემი ბავშვობა!

ზემოთ, პატარა სოფელში, რომელსაც კლდის წყარო ჰქვიან, მამიდაჩემის განიერ მამულში ჩამოჩხრიალებდა, ჩამოციმციმებდა უნაღვლოდ.მე კარგად მიცნობს ეს პატარა წყალი! ჰკითხეთ, მოგიყვებათ, თუ ჩემს ყრმობაში როგორ ვესტუმრებოდი ხოლმე მამიდაანთ! რა მოამაგე ბიძა მყავდა ნიკოლოზი, რა კარგი ტოლები მყავდნენ იმ სოფელში: საბედა, აგლია, არსენა, ზიზილა, ქეთე, მაისა, ჩიტიფეხა, ნიტრია, შოშია, ცეზურა, ლექსურა და ვინ მოსთვლის... ნიკოლოზის ძმას, გარსევანს__ ისიც ხომ ნათესავად მომხვდებოდა,__ ჩარხიანი წისქვილი ჰქონდა ზვარში. მბრუნავ ჩარხზე წყალი იმსხვრეოდა ალმასჩქერებად. ჩამოვჯდებოდი ხოლმე წისქვილის გვერდით, დიდ გადაჩრდილულ კაკლის გრილოში და ვტკბებოდი წყლის ჩქერალის ფრქვევით, თითქოს, თითქოს ჩარხ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 2813 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (0)

განა არ იყვნენ ჩვენს დაბაში განთქმული ადამიანები? გინდაც, შაბაშელა _სოფლის დიაკვანი , პატრონი ულამაზესი, ახალგაზრდა ცოლის ზიზილასი. როცა ზიზილა სადღესასწაულოდ ქართულ კაბაში მოირთვებოდა, დიაკვანი ორივე ხელს გაშლიდა ცოლის სილამაზით გაკვირვებული და აღტაცებით შეჰღაღადებდა: „დაფარნა ცანი მშვენიერებამან შენმან და ქებითა შენითა აღავსო ქვეყანა! შე კურთხეულის შვილო, რამ გაგაჩინა ეგრე ლამაზი? “

კიდევ? მოხუცი სამხედრო, გადაყრუებული, გადაშტერებული, „გიტარა_მაიორი“. ოდესღაც სიმღერა ჰყვარებოდა, ახლა კი, ხეზედ ამოსულ სოკოს აბედივით გამომშრალს ყურში ჩაძახილიც ძლივს ესმოდა.

_ბევრი მათრია, მაგრამ მეც ძაღლის კუდივით ვითრიე წუთისოფელიო!_ნუღნუღით კვეხულობდა და ხველებ_ხველებით ხითხითებდა.

შემდეგ: ჭამპურა ჭამაპურიძე, რომელმაც ჭამა იცოდა სანაძლეოზე და უყვარდა ყანწიანობა.

ჭამპურას საათობით შეეძლო ემსჯელა, თუ რა სჯობია-ორაგული, მურა კალმახი, თუ მურწა ვაზის ფოთოლზე? რა უგემრიელესია? _ზუთხი, თართი, თუ ლოქო ძმრიან ქინძში? ქათმის ჩიხირთმა და ბატკნის ბოზართმა. ხონჩით პური და მა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 5959 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (4)

ხეა ხეა ხერავანდი,

ზედ ასხია შარავანდი.

ხ ა ლ ხ უ რ ი

დიაკვანი ელეფთერი საღამო ხანს სოფლის მოედანზე იდგა და გლეხებში საუბარს გულს აყოლებდა.

ეს სწორედ ის ელეფთერია, რომელსაც გასულ თვეს სცემეს კეტებით დღეობაში მოსულმა ჭირვეულმა სტუმრებმა -ელეფთერი რათა გქვიანო! ამ ელეფთერზე იტყოდა სოფლის მღვდელი: ორი ელეფთერი რომ მყავდეს, ერთს უსათუოდ ჩამოვახრჩობდიო!

ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო, ვიდრე სულისა, თავქეიფა, ლხინიკო, ღვინის ხაპია! წირვა-ლოცვაზე საღვთო წერილს სულ უღიმღამოდ, ლუღლუღით ჩაიკითხავდა, მაგრამ ფსალმუნის იმ ადგილს, სადაც წერია: “ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო“, დიდი სიყვარულით, დიდის რიხითა და ხმის ამაღლებით წარმოთქვამდა.

შებინდებამდე მინდვრიდან ნახირი დაბრუნდა, ყველამ თავის საქონელს მიაშურა, სოფლის მოედანი დაცარიელდა. უსაქმურ ელეფთერს უღარიბესი გლეხი ელიოზიღა შერჩა ხელთ.

-მაშ, ეს კი არ იცი, შენ, ძმაო, დაღონებულო, -მიმართა ელიოზს,-რომ ვეშა-წყარო უკვდავების წყალია?!

დიაკვანმა გამვლელ გოგოს, აბდიას, სველი ლიტრა გამოგლიჯა ხელიდან და მ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პროზა | ნანახია: 3784 | დაამატა: Poetry | თარიღი: 05.04.2009 | კომენტარი (6)

« 1 2 3 4 ... 9 10 »
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0