სამშაბათი, 16.04.2024, 07:47 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » მასალის არქივი
1.

სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები.
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი -
უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:
მწვანე სუროს ფოთოლი... კურკანტელას მარცვალი...
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი "მრავალჟამიერ" აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივიYთ სიცილად.
სულაც არ გამიგია, რა მახარებს, რას ველი...
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3324 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (4)

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე - სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ გსურდეს ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.
რა დაგიშავე, მითხარი ბარე,,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.
მე სიყვარული ამიტანც უცებ,
დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ, თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.
ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.
ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.
შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები;
მე ვნებიანი და ნამთვრალევი,
გეტყვი - აროდეს არ შემძულდები!
ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1932 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (1)

შენი ბადალი იშვიათად დაიბადება,
შენ შთამაგონე პოეზია - ლექსის უნარი,
დავალ, დამყვება გაბადრული შენი ხატება,
ეს - საქართველოს ლაჟვარდივით გაუხუნარი.

შენი სტრიქონი, სააკაძის ხმალივით ბასრი,
წელთა ქროლაში არასოდეს დაიჟანგება,
საუკუნეებს გააღვიძებს მარადი აზრი,
გადაქცეული პოეზიის უკვდავ ჰანგებად.

რამ დამავიწყოს ზეციური ჩანგის ჟღერანი,
ასე მძლავრად რომ შეარხია გული ქართველის,
რამ დამავიწყოს დიდებული შენი "მერანი",
ქართული ლექსის უკვდავების გამომხატველი.

გადმოგიყვანეთ დიდუბიდან გადმოგასვენეთ,
მთაწმინდის მიწას მივაბარეთ ნეშტი მარადი.
თავზე გევლებით, სიხარულის ცრემლი გასველებს,
ბარათაშვილო, საყვარელო კუბოს კარამდის.

ბრწყინავს ფირუზი, მარგალიტი, ლალი, ალმასი,
შემოდგომური, ქარვისფერი სცვივა ფურცლები
და სდგას ქართული პოეზიის წმინდა პარნასი, -
შენი მთაწმინდა - სამყოფელი ქართულ მუზების.

ბევრი ავიდა ამ მწვერვალზე, ბევრის დაღალა
გზების სიძნელემ, შე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2107 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ.
დახოცეს უშტი და უშქარი ნადირი.
და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა,
ღამე გასათევი შემოხვდათ ადგილი.
თეთრონებს მოხადეს ავაზას ტყავები
და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები:
ირმების,
ჯიხვების,
არჩვების,
დათვების -
სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით.
და რა წამს მთვარემ ტყეზე გადაიარა,
სასმური ასწია ლევან დადიანმა:
- კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი,
გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!
- კურთხეულ იყოს, - აღმოხდათ თავადებს, -
ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს!
და უცებ ქუხილმა ტყეზე გადაიარა:
- ვინ მოჰკლა,
ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად,
ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად?
- მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა.
ღამეში თვალების გადაბრიალებით
ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები.
ულვაშზე სალოკი გადისვა ერთ-ერთმა
(მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა):
- ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2217 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

ილიასადმი

საგურამოში ხე არის ერთი,
ხე - რხეული და რტოებხნიერი,
აქ ისვენებდა მუზების ღმერთი
და შუბლმაღალი ოლიმპიელი.

მოსტაცა დიდი სინათლე დღეს და
პრომეთეს ცეცხლი მისცა უკუნეთს,
აქ იჯდა იგი, ამ კაკლისხესთან,
მხრებგანიერი, ვით საუკუნე.

როგორც ქართველი პოეტის შუბლი,
იმზირებოდა რტოებში მთვარე,
ზეცას არ აჩნდა იოტიც ღრუბლის
და ვარსკვლავები იფშვნეტდნენ თვალებს.

შარიშურობდა კაკლის ხის ტოტი,
ნანას უმღერდა წალკოტს ჩრდილიანს:
- ეჰ, აყვავდები, სამშობლოვ, როდის?! -
მთვარესთან ღამით უთქვამს ილიას.

უყვარდა სიბრძნე და სილამაზე,
ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით,
აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე,
დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი.

დაიხრებოდა, კაკლის ტოტებიც
ჩუმი შრიალით დაიხრებოდნენ.
წამოდგებოდა, თავგამოდებით
კაკლის ტოტებიც აიშლებოდნენ.

აქ უწერია ოქროსხელიანს
თავის მამულის სასახელოდა,
კაკლის ტოტები ახლაც მღერიან,
რასაც პოეტის ყელ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1794 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც,
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი;
დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს
ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი.
ისმის რიონის შრიალი შორი,
ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი,
ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი,
ცისფერ მაგიდას შემოვუსხედით.
იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი,
დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს,
შეუერთდება რიონის რონინს
და ლაჟვარდებში გაინავარდებს.
ცისფერ კაფეში ვოცნებობთ ორნი.
ჩაის ვარდებიდ ჩანს აკვარელი,
- სად არის შენი ნანატრი ტოლი?
- სადა გყავს დედა, ან საყვარელი?
- რა იქნა დიდი მომავლის ბავშვი,
ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები!
ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლში
ჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით.
და იმ წუთამდის, ვიდრე ზარების
გაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი,
ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრები
შავით მოსილნი და შაოსანნი.
ცისფერ კაფეში... ეს იყო ძველად...
დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1567 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

ბევრი წიგნი მაქვს ყმაწვილს ნანახი,
ბევრჯერ მიგრძვნია აღფრთოვანება,
ზოგში მომწონდა იგავ-არაკი,
ზოგში - მარტოდენ ხატოვანება.
ბევრი მათგანი სულ არ გაჭრილა,
გაჰყვა საყვარელ ქალს თუ მეგობარს,
ბევრი კი შერჩა ჩემს შავს განჯინას,
ვით მტვერწაყრილი უიმედობა.
ბევრი გახუნდა ბედის ტრიალში
და ნელ-ნელ მიდის შავ სამარემდის,
მაგრამ ეს ერთი ცისფერყდიანი
ჩემს მაგიდაზე დარჩა მარადის.
მან მოარჩინა ჩუმი წუხილი,
ჩემს სიმღერებში გამოვლენილი,
მის ფურცლებიდან შუბლშეჭმუხვნილი
მესაუბრემა მამა ლენინი.
ის ლაჟვარდით ფურცელგაშლილი
ჩემი მზე გახდა, ჩემი მშვენება,
მან შემასწავლა მე კომკავშირით
განახლებული ქვეყნის შენება.
ასე გულდაგულ ვერ ვიბრძოლებდით
რომ არ გვიძღოდეს მისი ცისკარი,
იგი წიგნია ჩვენი ცხოვრების,
ყოველდღიურად წასაკითხავი.
ბევრი წიგნი მაქვს ყმაწვილს ნანახი,
ბევრჯერ მიგრძვნია აღფრთოვანება,
ზოგს შემოაცვდა ყდა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2385 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა?
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?
იქნებ მე თვალი მატყებს, ზეცა მაბრმავებს კრალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად,
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა?
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 13214 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (41)

რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებიანი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი.
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი,
და დედა, დიასახლისი,
ჯან-ღონე გაუტეხელი,
ჩემი პაწია ქოთანი,
დუღილით ნაქოთქოთარი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
ვარდებიანი ბარდნარი
და გუმარეშის ყანები!
თოხი პირგამოპირული,
გაციებული ბინული...
გახსოვს, ტყეები? ირიბად
ხეზე დაკრული თარჯები...
ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები...
გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,
თევზაობა და აპრილი?
გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით
და ძლივს რომ მივაბიჯებდით,
სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით
მისგან დამთვრალი ბიჭები?
გახსოვს, ღვინიან შემოდექს
აივანზე რომ შემოვდექ?
გახსოვს, აფთარი ზამთა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 5885 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (7)

ვდგავარ და ვხედავ როგორ თენდება
ეს დღე - მთისა და ბარის ზეიმით...
ყოველთვის ტკბილად გამახსენდება
მისი უბადლო თვალისეირი.

ერთხელ მოსული, დიდი სიჩქარით
ქრება, მიდის და თვალებს შორდება,
მაგრამ ისევე, როგორც ცისკარი,
კვლავ იბადება და მეორდება.

ეს დღე მაღლდება, როგორც სიცოცხლე,
როგორც სინდისი და ერთგულება,
დაივლის სახლებს, ჯდება მინდორზე
და გააჩაღებს მხიარულებას.

ისვენებს ხალხი, პოეტი მარტო
ფიქრობს და იწვის ლექსის მშვენებით
და ვამბობ: ქვეყნად პოეტის გარდა
ყველას ჰქონია დღე დასვენების!

პოეტი ლექსის სტრიქონებს ებრძვის
უხილავს, ფარულს, ჯერ დაუსტამბავს,
მერე წავა და შრომადღეს ეტყვის
დასვენების და გართობის ამბავს.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1793 | დაამატა: Poetry | თარიღი: 04.04.2009 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 9 10 »
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0