ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:46 | მოგესალმები სტუმარი

Мой сайт

მთავარი » მასალის არქივი
აფხაზეთის წვიმა მიყვარს,

იცი რად?

მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე

ხმაურობს.

ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი

და წკირად

მასზე ზვირთი დადის და

მოგზაურობს.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

წვიმა მოდის, კოკის პირით

იღვრება,

ხმა შრიალებს დაფნისა და

ლიანის,

და ღრუბლიდან ეშხით

გადმოიხრება

მოგონება სიყვარულის

მზიანის.

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

ო, შუშხუნებს ახალგაზრდა

მაჭარი.

ის ხმაურობს, ის განიცდის

თავის დროს,

გამოვიდეს რომელიმე

ვაჭარი

და ამ წვიმის პოეზია

უარყოს!

მიიმღერა, მოიმღერა

აქ ხვითომ...

აფხაზეთის წვიმა მიყვარს

ამიტომ...

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 3626 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!

როდესაც სიტყვა დაიბადება,

სიმართლის ალი, როგორც ბურუსი

ისე ირღვევა და იფანტება.

მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ

სევდის მორევში მცურავ თვალებით,

მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ

გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.

მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,

შენზე ოცნებით დაიწვა იგი.

განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს

სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.

და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს

გამოუთქმელი და მწარე ალი,

სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს

გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1651 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი

ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ჯვარი.

დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი,

გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი.

მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან

გათხრათა ფშნები, როგორც არხები.

არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან,

მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები.

თუ იტყვი ძველი გზებით დახევას,

შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები?

თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს,

ნახევარს - მცხეთის გარეუბნები.

ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის,

ძირს დაიხედავ - რა გეფიცება?

მკვდარს - გვერდზე წვენილს, ხელფეხმოკეცილს -

ორმო-სამარხში გაეღვიძება!

ხმალს მივარდება მტერთ სამუსვრელად -

მტკვარი მოხვდება ხელთ ბრინჯაოსი

და ცხარე ბრძოლის იქცევა ველად

ველი სამთავროს სასაფლაოსი.

სვეტიცხოვლიდან შეხედავ ტყე-ველს

ძვირფასი ქვებით მოოჭვილ ჭაღში -

და ივერიის როსმე უძლეველთ

გმირთ წინ მიუძღვის თვით პიტიახში.

ახ, მტერი, მტერი, ის ტყისკენ იხევს,

არმაზის ხევით მისდევს წვალება,

მაგრამ უძლეველს არმაზის ციხ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1694 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ამ ოდესმე მხიარული

გზით უყვარდათ სიარული;

აწ გზა მიტოვებულია,

როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი

ამოა და სასურველი:

ძველი პური, ძველი ღვინო,

ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა

და სიმღერა, მაგრამ უფრო

მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო

და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,

მომაწოდე შენი ხელი,

მიყვარს ყველაფერი სადა,

მიყვარს ყველაფერი ძველი!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2130 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,

დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!

შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა;

დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,

ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი,

მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,

მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1793 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებულს,

მეგონა, ვხედავ სასუფეველს, აქ დაშენებულს!

მაგრამ საწუთო განა ვისმეს დიდხანს ახარებს?

განქრა ტაძარი — და უდაბნო ჩემდა მდუმარებს;

მას აქეთ ჩემს გულს ნეტარება არ ასადარებს,

მის ნაცვლად სევდა და წყვდიადი დაისადგურებს!

მოისპო მსწრაფლად მისი ნაშთი და მისი კვალი!

განა თუ დრომან დაჰკრა თვისი მას ავი თვალი, —

არა! მოსძაგდა მას სოფელი ცრუ და მუხთალი!

დამშთა მე მხოლოდ მის ლამპრისგან ცეცხლი დამქრალი!

ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი! < ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 6168 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (1)

დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი,

მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი.

იგი ნიადაგ ციურთა ცვართაგან იყო ნამილი;

დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი ადგილი.

აწცა თუ სადმე ვიხილავ მისს ფურცელს, მისსა დანაჭკნობს,

მოძულებული სიცოცხლე მყისვე კვალადცა დამატკბობს.

მაგრამ მსწრაფლადვე გახშირდნენ მწარენი ჭირნი გულისა,

რა ფიქრთა წარმოუდგებათ დაკარგვა სიხარულისა.

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1637 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,

მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,

დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც გლახ გული

მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული!

ნუ თუ აღმიჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად;

ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად;

კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი მიყრუებულნი

და განმიახლო ნეტარების დღენი წარსრულნი?

მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საოცარი

და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!

მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა

და შევაერთო ფიქრნი ჩემნი შენს ხმას ციურსა!

დავმღერდე მას დროს, როს ვარსკვლავი მშვენიერის ცით

მინეტარებდა სიცოცხლისა დღეთა სიამით;

მოვსთქვამდე, თუ ვით მიმეფარა იგი მსწრაფლ ღრუბელს,

ბოლოს ვუმღერდე შუქსა შენსა შვების მომფენელს!

ვჰფუცავ ძლიერსა სხივსა შენსა, ჰოჲ, მნათო ჩემო!

ოდეს ვიხილო მცირე ბინდი შენს შუქს გარემო,

მყის დამიღამდეს ამ სოფლისა სიამოვნება

და შენთვის დავთმო ტრფობის წინდად ყოვლი დიდება!

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1638 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:

მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,

საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,

რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,

რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,

და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!

არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,

იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!

ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?

მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს

და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!

მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..

მაგრამა მშვენიერე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: პოეზია | ნანახია: 2829 | დაამატა: Poetry | თარიღი: 03.04.2009 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 8 9 10
შესვლის ფორმა
პროზა [15]
საბავშვო [0]
სამეცნიერო [0]
ისტორია [0]
პოეზია [84]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
რომელი დავამატოთ უფრო ხშირად
სულ პასუხი: 1266
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0