იმ ცისფერ კაფეს ვიგონებ ახლაც, დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგონი; დღემდე მეც ძვირფას ოცნებად მახლავს ჩაის ვარდები და ჩაის ბოლი. ისმის რიონის შრიალი შორი, ჩვენს ლურჯ თვალებში შემოუსვლელი, ცისფერ კაფეში შევდივართ ორნი, ცისფერ მაგიდას შემოვუსხედით. იფეთქებს ფიქრი, ვით ჩაის ბოლი, დაეძებს ლანდებს და ია-ვარდებს, შეუერთდება რიონის რონინს და ლაჟვარდებში გაინავარდებს. ცისფერ კაფეში ვოცნებობთ ორნი. ჩაის ვარდებიდ ჩანს აკვარელი, - სად არის შენი ნანატრი ტოლი? - სადა გყავს დედა, ან საყვარელი? - რა იქნა დიდი მომავლის ბავშვი, ხედავ, ბერდები და თან ყვითლდები! ცისფერ კაფეში და ცისფერ კვამლში ჩვენ ჩვენს ბედ-იღბალს დავაკვირდებით. და იმ წუთამდის, ვიდრე ზარების გაგვაღვიძებდეს ხმა საოცარი, ვრულავთ ბინდ-ბუნდში, როგორც მგზავრები შავით მოსილნი და შაოსანნი. ცისფერ კაფეში... ეს იყო ძველად... დღემდე იმგვარად დარჩა ის, მგო
... კითხვის გაგრძელება »
ბევრი წიგნი მაქვს ყმაწვილს ნანახი, ბევრჯერ მიგრძვნია აღფრთოვანება, ზოგში მომწონდა იგავ-არაკი, ზოგში - მარტოდენ ხატოვანება. ბევრი მათგანი სულ არ გაჭრილა, გაჰყვა საყვარელ ქალს თუ მეგობარს, ბევრი კი შერჩა ჩემს შავს განჯინას, ვით მტვერწაყრილი უიმედობა. ბევრი გახუნდა ბედის ტრიალში და ნელ-ნელ მიდის შავ სამარემდის, მაგრამ ეს ერთი ცისფერყდიანი ჩემს მაგიდაზე დარჩა მარადის. მან მოარჩინა ჩუმი წუხილი, ჩემს სიმღერებში გამოვლენილი, მის ფურცლებიდან შუბლშეჭმუხვნილი მესაუბრემა მამა ლენინი. ის ლაჟვარდით ფურცელგაშლილი ჩემი მზე გახდა, ჩემი მშვენება, მან შემასწავლა მე კომკავშირით განახლებული ქვეყნის შენება. ასე გულდაგულ ვერ ვიბრძოლებდით რომ არ გვიძღოდეს მისი ცისკარი, იგი წიგნია ჩვენი ცხოვრების, ყოველდღიურად წასაკითხავი. ბევრი წიგნი მაქვს ყმაწვილს ნანახი, ბევრჯერ მიგრძვნია აღფრთოვანება, ზოგს შემოაცვდა ყდა
... კითხვის გაგრძელება »
ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია! ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია? შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესამათ ოჟა ჯურხაის ფარისა? სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა? იქნებ მე თვალი მატყებს, ზეცა მაბრმავებს კრალა, მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად, თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა, მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა? ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა!
რა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი. ჩემი ხორგო და მარანი, ჩემი ცეცხლი და ღადარი, სახლის წინ ნაგრიგალარი, გაფითრებული ჭადარი, ჩემი კავი და სახნისი, ჩემი თონე და ბეღელი, და დედა, დიასახლისი, ჯან-ღონე გაუტეხელი, ჩემი პაწია ქოთანი, დუღილით ნაქოთქოთარი! რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი სათაყვანები! ვარდებიანი ბარდნარი და გუმარეშის ყანები! თოხი პირგამოპირული, გაციებული ბინული... გახსოვს, ტყეები? ირიბად ხეზე დაკრული თარჯები... ვერ დაივიწყებ, ვინც გიყვარს, შეყვარებული დარჩები... გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი, თევზაობა და აპრილი? გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით და ძლივს რომ მივაბიჯებდით, სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით მისგან დამთვრალი ბიჭები? გახსოვს, ღვინიან შემოდექს აივანზე რომ შემოვდექ? გახსოვს, აფთარი ზამთა
... კითხვის გაგრძელება »
ის, მისი დღე და წუთისოფელი, როცა სწყუროდა სულ ღვინოს სვამდა, იდგა ბუხართან ხელადა სველი და უღვიძებდა ბაბუას მადას. ენამზიანი და ზამთრის გულში ტკბილი ქართულით მოლაპარაკე, ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში საბა-სულხანის იგავ-არაკებს. არ იშორებდა წელზე სატევარს, ბატონკაცური შვენოდა წვერი, უყვარდა ლხინში ღამის გათევა - მოგონებები ძველთაგან-ძველი. უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი ქართველის ეშხი და სილამაზე, უყვარდა შვილი და შვილიშვილიც ამღერებული არწივის ხმაზე.